erimedia_ravk/iudUTjJSg.jpeg

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

ამბები
ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
ამბები

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

erimedia_ravk/iudUTjJSg.jpeg
25 მარ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობი სადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

„აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს არაერთი მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის სფეროებში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და დაუდასტურა საქართველოს მხარდაჭერა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისადმი. ყურადღება დაეთმო რეგიონულ პროცესებს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიან თანაცხოვრებას და მზად არის, მომავალშიც შეასრულოს დადებითი როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში მიიწვია“, - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

erimedia_ravk/WA8_TjJIg.jpeg
erimedia_ravk/ebguojJSg.jpeg
ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
საპატრიარქო - საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების ხაზი დღეს ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლისა და სახელმწიფოს სუვერენიტეტის ველზე გადის. ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”
მედიის ცნობით, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, სად გაივლის სახელმწიფო საზღვარი
წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ისრაელისთვის 26,4 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის გამოყოფას
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას დაუჭირა მხარი
დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე ნიუ იორკში სასამართლო პროცესი დაიწყო
Სარეკლამო
ისრაელის მედია - ომის კაბინეტმა ირანის წინააღმდეგ მკაფიო და ძლიერი პასუხის გადაწყვეტილება მიიღო
ისრაელის მედია - ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა
საფრანგეთის ხელისუფლებამ ირანიდან დიპლომატების ოჯახის წევრების ევაკუაციის განკარგულება გასცა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ისრაელი ღაზაში ჩაგვრისთვის საფასურს გადაიხდის
გიორგი აბდალაძე - ვტოვებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც სამშობლოს ემსახურება
მეტის ჩვენება
Სარეკლამო