erimedia_ravk/IARdn2-Sg.jpeg

საფრანგეთის ხელისუფლებამ ირანიდან დიპლომატების ოჯახის წევრების ევაკუაციის განკარგულება გასცა

ამბები
საფრანგეთის ხელისუფლებამ ირანიდან დიპლომატების ოჯახის წევრების ევაკუაციის განკარგულება გასცა
ამბები

საფრანგეთის ხელისუფლებამ ირანიდან დიპლომატების ოჯახის წევრების ევაკუაციის განკარგულება გასცა

erimedia_ravk/IARdn2-Sg.jpeg
13 აპრ

საფრანგეთის ხელისუფლებამ ირანიდან დიპლომატების ოჯახის წევრების ევაკუაციის განკარგულება გასცა. განცხადება ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ირანის მხრიდან ისრაელზე მოსალოდნელი დარტყმის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე გააკეთეს.

ამასთან ერთად, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ირანში, ლიბანსა და ისრაელში გამგზავრებისგან.

ოფიციალური პარიზის გადაწყვეტილებით, საფრანგეთის სახელმწიფო მოხელეებს ამ ქვეყნებში რაიმე მისიის შესრულება აუკრძალეს.

მანამდე საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა და ავსტრალიის საგარეო უწყებებმა საკუთარ მოქალაქეებს ურჩიეს ისრაელში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ.

საკუთარ დიპლომატებსა და მათ ოჯახის წევრებს ისრაელში ჩასვლა შეუზღუდა აშშ-მაც.

ცნობისთვის, ირანი ისრაელზე დარტყმით მას შემდეგ დაიმუქრა, რაც პირველ აპრილს სირიის დედაქალაქში მდებარე ირანის საკონსულოზე დარტყმას „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ექვსი მაღალჩინოსანი ემსხვერპლა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
აქციის მონაწილეებს ოპოზიციის ლიდერებმა მიმართეს, თუმცა, მათ გამოჩენას აქციის მონაწილეებს შორის არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა
საქართველოს 38-მა უნივერსიტეტმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა
მაია ნიკოლეიშვილი - ყველამ ვიცით, რომ მინიმუმ 10 წლით რევოლუციას უკან მიჰყავს საქართველო, ზოგჯერ მეტითაც, ამ სცენარის განმეორება არცერთ ოდნავ მაინც მოაზროვნე ადამიანს არ უნდა
ენტონი ბლინკენი - უკრაინას სჭირდება არა მხოლოდ რუსეთის დამარცხება, არამედ ქვეყნის შიგნით კორუფციის დაძლევაც, რათა რუსეთს არ დაემსგავსოს
ევროკომისია - უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს სახელით განცხადების გავრცელება
Სარეკლამო
აქციის მონაწილეთა ერთი ჯგუფის გეგმები, რომლებიც "ქართული ოცნების" ოფისისკენ მსვლელობას აპირებდნენ, შეიცვალა - ისინი აქციას ამჯერად რუსთაველის გამზირზე უერთდებიან
ენტონი ბლინკენი - იმის აღსადგენად, რაც პუტინმა გაანადგურა უკრაინაში, საფასური რუსეთმა უნდა გადაიხადოს, კონგრესმა მოგვცა უფლება, ჩამოვართვათ რუსეთს აქტივები აშშ-ში
გმირთა მოედანზე ნაწილობრივ, ხოლო მტკვრის მარცხენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენცია
დავით მათიკაშვილი - სინამდვილეში, ამ ახალგაზრდების უკან იმალება რადიკალური ოპოზიციის ძალიან მზაკვრული სურვილი არა არჩევნების, არა კანონიერი და კონსტრუქციული, არამედ რევოლუციური პროცესების
მეტის ჩვენება
Სარეკლამო