erimedia_ravk/uurO0jJSR.jpeg

კიევის თავზე ორი რაკეტა ჩამოაგდეს. არიან დაშავებულები

ამბები
კიევის თავზე ორი რაკეტა ჩამოაგდეს. არიან დაშავებულები
ამბები

კიევის თავზე ორი რაკეტა ჩამოაგდეს. არიან დაშავებულები

erimedia_ravk/uurO0jJSR.jpeg
25 მარ

კიევში საჰაერო განგაშია - უკრაინის დედაქალაქზე რუსეთის სარაკეტო იერიშის თავდაცვითი სისტემებით მოგერიებას ცდილობენ.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში დააზუსტეს, რომ რუსეთმა დედაქალაქზე იერიში ორი ბალისტიკური რაკეტით მიიტანა, რომლებიც დროებით ანექსირებული ყირიმიდან გაუშვეს. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, განადგურებული რაკეტების ჩამოვარდნის შედეგად ქალაქში 5 ადამიანი დაშავდა. 3 მათგანს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ორი ადამიანი კი ჰოსპიტალიზებულია.

მანამდე რუსეთის არმიამ უკრაინის სამხრეთით, საპორტო ქალაქ ოდესაზე დრონებით თავდასხმა განახორციელა. რუსეთის სამიზნე ენერგო ობიექტები იყო. დაშავებულია 10 ადამიანი. თავდასხმის გამო ოდესას ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ შეუწყდა.

აფეთქებების ხმა ისმოდა ქალაქ მიკოლაევშიც. შეტევა უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა მოიგერია. დრონების ნამსხვრევებმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დააზიანა. დაშავდა 11 ადამიანი.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
საპატრიარქო - საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების ხაზი დღეს ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლისა და სახელმწიფოს სუვერენიტეტის ველზე გადის. ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”
მედიის ცნობით, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, სად გაივლის სახელმწიფო საზღვარი
წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ისრაელისთვის 26,4 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის გამოყოფას
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას დაუჭირა მხარი
დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე ნიუ იორკში სასამართლო პროცესი დაიწყო
Სარეკლამო
ისრაელის მედია - ომის კაბინეტმა ირანის წინააღმდეგ მკაფიო და ძლიერი პასუხის გადაწყვეტილება მიიღო
ისრაელის მედია - ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა
საფრანგეთის ხელისუფლებამ ირანიდან დიპლომატების ოჯახის წევრების ევაკუაციის განკარგულება გასცა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ისრაელი ღაზაში ჩაგვრისთვის საფასურს გადაიხდის
გიორგი აბდალაძე - ვტოვებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც სამშობლოს ემსახურება
მეტის ჩვენება
Სარეკლამო