erimedia_ravk/G21i4MaIR.png

საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობა მოუწოდებს პარლამენტს, გამოიწვიოს გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი და ჩაატაროს კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან

ამბები
საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობა მოუწოდებს პარლამენტს, გამოიწვიოს გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი და ჩაატაროს კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან
ამბები

საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობა მოუწოდებს პარლამენტს, გამოიწვიოს გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი და ჩაატაროს კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან

erimedia_ravk/G21i4MaIR.png
9 აპრ

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანის გამო, – ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც წარმომადგენლობაში აცხადებენ, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არსებით მხარდაჭერას უწევენ საზოგადოების ყველაზე დაუცველ ჯგუფებს და იცავენ მათ უფლებებს.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში იხსენებს რა 2023 წლის 26 თებერვლის განცხადებას, გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანის გამო. მივიჩნევთ, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ უმნიშვნელოვანეს წვლილს საქართველოს დემოკრატიისა და მთლიანად საზოგადოების განვითარებაში. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არსებით მხარდაჭერას უწევენ საზოგადოების ყველაზე დაუცველ ჯგუფებს და იცავენ მათ უფლებებს. სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის სტიგმატიზაციამ, შესაძლოა, სათანადო დახმარების გარეშე დატოვოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, დევნილები, უმცირესობათა წარმომადგენლები, ხანდაზმულები, ქალები, ახალგაზრდები, ბავშვები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები და სხვა ადამიანები, რომელთაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდებათ.

სამ ათწლეულზე მეტია, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოს სანდო პარტნიორია, მხარს უჭერს ქვეყნის განვითარებას ეროვნული პრიორიტეტების შესაბამისად და დახმარებას უწევს ქართველ ხალხს ჩვენს ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან ერთად. შეგახსენებთ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) ანალიტიკურ შეფასებას, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნითა და მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების საკითხებში გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელთან კონსულტაციით ჩატარდა და რომლის მიხედვითაც, აღნიშნული კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების სულისკვეთებას. გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს ამჟამინდელი წევრობის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გამოიწვიოს კანონპროექტი და ჩაატაროს ფართო, ინკლუზიური და შინაარსიანი კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, როგორც საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობის განცხადებაში ნათქვამი, ორგანიზაცია გამოთქვამს წუხილს, რომ საქართველოს პარლამენტმა გამოიყენა დაჩქარებული პროცედურა სავალდებულო საარჩევნო გენდერული კვოტების გასაუქმებლად.

„ამასთან ერთად, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გამოთქვამს წუხილს, რომ საქართველოს პარლამენტმა გამოიყენა დაჩქარებული პროცედურა სავალდებულო საარჩევნო გენდერული კვოტების გასაუქმებლად. საქართველოში საარჩევნო გენდერული კვოტირების დროებითი მექანიზმის შემოღება იყო გაერო-ს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის დიდი ხნის რეკომენდაცია, რომელიც მიზნად ისახავდა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან ქალთა სისტემური გარიყვის კომპენსირებას. მისი გაუქმება უკან გადადგმული ნაბიჯია გენდერული თანასწორობის მიღწევის საქმეში. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ყველა ღონე იხმაროს იმ ქმედებათა თავიდან ასაცილებლად, რომლებიც შეაფერხებს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას და საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის 14 ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობების კომიტეტების თავმჯდომარეები გამჭვირვალობის კანონის მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კახა კალაძე - როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდეს ნებისმიერ ქვეყანაში და ოპოზიციის მოწყობილ აქციაში მიიღოს მონაწილეობა?
კახა კალაძე - ტრადიციებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული ოჯახი ნიშნავს ძლიერ საქართველოს
სლოვაკეთის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ ამ დროისთვის რობერტ ფიცოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
პალესტინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა კალიფორნიის უნივერსიტეტის შენობა დაიკავეს, პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა
Სარეკლამო
ვლადიმერ პუტინი - მადლობელი ვართ ჩინეთის ძალისხმევისთვის უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად, აზიაში დახურული ალიანსებისთვის ადგილი არ არის
ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი დებატებს 27 ივნისს და 10 სექტემბერს გამართავენ
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა
განათლების ხარისხის ცენტრი - მნიშვნელოვანია, საგანმანათლებლო დაწესებულებებში უზრუნველყოფილი იყოს შეუფერხებელი სასწავლო პროცესი, რათა არ მოხდეს აკრედიტაციის სტანდარტების დარღვევა
საზოგადოება „ქართული“ - კატეგორიულად ვგმობთ ევროპელი პარლამენტარების უდიერ დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ხალხის მიმართ
მეტის ჩვენება
Სარეკლამო