ბაჰისტუნის წარწერა

ბლოგები
ბაჰისტუნის წარწერა
ბლოგები

ბაჰისტუნის წარწერა

ზაზა შათირიშვილი

6 ივლისი, 2022

erimedia_ravk/69tX5c6ng.jpeg

ბაჰისტუნის წარწერა მეფე დარიოს 1-ის სახელს უკავშირდება და მისი ძლევამოსილი საქმეების შესახებ მოგვითხრობს. ამ წარწერაში არის ერთი ძალიან საგულისხმო პასაჟი, რომელსაც მნიშვნელობა დღემდე არ დაუკარგავს - კერძოდ, დარიოსი წერს:

„აჰურამაზდას ნებით მე ბევრი სხვა რამეც გავაკეთე, რომელიც არ ჩავწერე ამ წარწერაში. არ ჩავწერე იმიტომ, რომ იმას, ვინც მოგვიანებით ამ წარწერას წაიკითხავს, არ მოეჩვენოს, რომ მე იმდენად ბევრი რამ გავაკეთე, რომ ეს დაუჯერებელია და არ ჩათვალოს, რომ ეს ყველაფერი ტყუილია.“

ეს წარწერა, დაახლოებით, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6/5 საუკუნეებს მიეკუთვნება...

თუმცა, ჩემი გადასახედიდან, ადამიანს ისეთი განცდა გიჩნდება, რომ სინამდვილეში კითხულობ, მაგალითად, საბჭოთა კავშირის კომპარტიის მე-20 ყრილობის წარმომშობ ჭეშმარიტ მიზეზს...

მართლაც, ადამიანი ბევრ რამეს სჩადის - სასიქადულოს, სასარგებლოს, იმარჯვებს გადამწყვეტ სამამულო ომში (ცხადია, იმ დროისათვის - გადამწყვეტ ომში!), მაგრამ როცა ამაზე ლაპარაკს იწყებენ, სანამ ის ცოცხალია, თითქოს ყველაფერს საზრისი და მნიშვნელობა ეკარგება...

ჩნდება განცდა, რომ ეს ყველაფერი შეიძლება მთლად ბოლომდე ტყუილი არაა, მაგრამ - დიახ... მაგრამ ....

მაშ, მთავარი ინტონაციაა? - იკითხავს მკითხველი....

კი, ბატონო - ასე მხოლოდ გარდაცვლილებზე, ან ღმერთებზე ლაპარაკობენ.

დარიოსმა იგრძნო, რომ ის არც მკვდარია და არც - ღმერთი.

დღეს საქრთველოში (და რა - მხოლოდ საქართველოში!) ჩვენ ისე ვიქცევით, თითქოს არა მხოლოდ ბიბლია არ არსებობს, არამედ არ არსებობს - არც ბაჰისტუნის ეს წარწერა...

სწორედ ამის გამო იმართება აქციები...

მაგრამ არც ამ აქციების მომწყობებმა იციან ბაჰისტუნის ეს წარწერა და არც მისი საზრისი თუ მნიშვნელობა...

არადა, დარიოსმა ეს ყველაფერი ჯერ კიდევ 26 საუკუნის წინ გაიაზრა და დაწერა...

დაბოლოს, მე ასეთ შეკითხვას წამოვჭრიდი - საინტერესოა, როგორ მოჩანს ეს ყველაფერი ჯვრიდან? ჯვრცმულის პერსპექტივიდან?

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო