ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ რუსეთში მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს
31 მაისი, 2022
![erimedia_ravk/yTHo0A9ng.webp](https://cdn.u.media/max/w728/erimedia_ravk/yTHo0A9ng.webp)
რუსეთის ციხეში მყოფი კრემლის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კიდევ 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მისი ეს განცხადება სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, სადაც ნავალნი აღნიშნავს, რომ მას ბრალი ედება ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნასა და ხელისუფლების მიმართ სიძულვილის გაღვივებაში.
დასავლური მედიის ცნობით, ნავალნის ცხრაწლიანი პატიმრობა მიმდინარე წლის მარტში თაღლითობისა და სასამართლოს უპატივცემულობისთვის მიუსაჯეს, მანამდე კი მას ორ წლამდე პატიმრობა უკვე ჰქონდა მისჯილი.
კრემლის კრიტიკოსი გამუდმებით ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო