რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა

ამბები/ წყარო: tass.ru
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
ამბებიწყარო: tass.ru

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა

21 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/st4P1iZ4g.jpeg

მანქანის აფეთქების შემდეგ, რომელშიც ჟურნალისტი და პოლიტოლოგი დარია დუგინა იმყოფებოდა, სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებით სახიფათო წესით ჩადენილი მკვლელობის მუხლით აღიძრა. ამის შესახებ კვირას ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის მოსკოვის რეგიონის საგამოძიებო კომიტეტის სათაო ოფისში განუცხადეს.

მანქანაში Land Cruiser Prado, რომელსაც დარია დუგინა მართავდა, სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული, რომელიც მაშინ ამოქმედდა, როდესაც ავტომანქანა ტრასაზე სრული სიჩქარით გადაადგილდებოდა. დეპარტამენტში განმარტეს, რომ მანქანის აფეთქება ოდინცოვოს რაიონში, სოფელ ბოლშიე ვიაზიომის მახლობლად 20 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა. აფეთქების შემდეგ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. რუსეთის ფედერაციის მოსკოვის რეგიონის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებაში ნათქვამია, რომ ავტომანქანას პოლიტოლოგი და ჟურნალისტი დარია დუგინა მართავდა, ის ადგილზევე დაიღუპა.

საზოგადოებრივი მოძრაობა, „რუსული ჰორიზონტის“ ხელმძღვანელმა, ანდრეი კრასნოვმა, რომელიც გარდაცვლილის ახლობელია, სააგენტო TASS-ს დაუდასტურა, რომ აფეთქების შედეგად დაღუპული დარია დუგინაა. ის ფესტივალიდან „ტრადიცია“ მანქანით ბრუნდებოდა. კრასნოვისვე თქმით, მანქანა ჟურნალისტის მამას, საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე დუგინს ეკუთვნის.

პრესსამსახურში დასძინეს, რომ შემთხვევის ადგილზე დათვალიერებას აგრძელებენ საგამოძიებო კომიტეტის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს კრიმინალისტები და გამომძიებლები, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი სამმართველოს კოლეგებთან და ასაფეთქებელი ნივთიერებებზე მომუშავე სპეციალისტებთან ერთად.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
ქნესეთმა დაამტკიცა ბენიამინ ნეთანიაჰუს შუამდგომლობა პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივი აღიარების წინააღმდეგ
ასოცირების საბჭო - ვადასტურებთ მხარდაჭერას საქართველოსთან ურთიერთობების გაძლიერების მიმართ, ხაზს ვუსვამთ ასოცირების შეთანხმების პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას
ირაკლი კობახიძე დღეს ბრიუსელში რობერტა მეცოლას და იენს სტოლტენბერგს შეხვდება
გიორგი ბარვენაშვილი პარლამენტში ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცეს
ნინო წილოსანი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა
Სარეკლამო
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზიდან მაქსიმალური ეფექტურობის მისაღებად განახლების სამუშაოები სასწრაფოდ უნდა დასრულდეს
საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მიიღეს
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს 350-მდე თანამშრომელმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია
NDI წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიას იწყებს
„პოლიტიკო“ - დასავლეთის ქვეყნების გეგმა ახლა არის უკრაინის არმიის დაშლის თავიდან აცილება
მეტის ჩვენება
Სარეკლამო