erimedia_ravk/WWZp3BCIR.png

პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა

ამბები
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
ამბები

პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა

erimedia_ravk/WWZp3BCIR.png
18 აგვ

პლატფორმას „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა, ამის შესახებ დღევანდელ ყრილობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, გაერთიანების მთავარი მოტივატორი მიხეილ სააკაშვილი იყო.

„ჩვენ კიდევ უფრო ვძლიერდებით, რადგან „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ წინასაარჩევნოდ უერთდება კიდევ ერთი პროდასავლური, ევროპული „სახალხო პარტიის“ წევრი პარტია, ეს არის „ევროპული საქართველო“ და მისი ლიდერი გიგი წერეთელი. ის არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსი ქართულ პოლიტიკაში, რომელსაც ჰქონდა ყველაზე მაღალი არჩევითი პოზიცია საერთაშორისო არენაზე და წარმოადგენდა საქართველოს. მე ძალიან მიხარია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჯერ კიდევ რუსული კანონის რეინიცირებამდე საუბრობდა ერთიანობის მნიშვნელობაზე, ახლა თავისი მუდმივი მოწოდებებით ერთიანობისკენ კიდევ ერთხელ აჩვენებს მთელ ქვეყანას და მთელ მსოფლიოს, რომ ის იყო, არის და იქნება მთავარი გამაერთიანებელი ჩვენს ქვეყანაში. „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება მთავარი ფლაგმანი ამ ერთიანობის და ამ გამარჯვების. მე გპირდებით, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველო გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან და უმოკლეს ვადაში ჩვენი ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი. პრეზიდენტი სააკაშვილი, როგორც აღვნიშნე, იყო მთავარი მოტივატორი ჩვენი გამსხვილების, ჩვენი გაერთიანების. მჯერა, დღევანდელი გამსხვილებით ის იქნება ძალიან ბედნიერი“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო