გაეროში უკრაინის ელჩის მოადგილე - უკრაინიდან იძულებით 2.5 მილიონი ადამიანია დეპორტირებული

/ წყარო: www.interpressnews.ge
გაეროში უკრაინის ელჩის მოადგილე - უკრაინიდან იძულებით 2.5 მილიონი ადამიანია დეპორტირებული
წყარო: www.interpressnews.ge

გაეროში უკრაინის ელჩის მოადგილე - უკრაინიდან იძულებით 2.5 მილიონი ადამიანია დეპორტირებული

8 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/5IM3B0G4R.webp

გაეროში უკრაინის ელჩის მოადგილემ, ხრისტინა ჰაიოვიშინმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის „ფილტრაციის“ სქემა დაგმო.

მისი თქმით, უკრაინელებს, რომლებსაც რუსეთში ან რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას აიძულებენ, კლავენ და აწამებენ.

ჰაიოვიშინმა უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ უკრაინის ათასობით მოქალაქე იძულებით დეპორტირებულია ციმბირის და შორეული აღმოსავლეთის იზოლირებულ და კრიზისით მოცულ რეგიონებში.

ელჩის თქმით, სულ დეპორტირებულია 2.5 მილიონი ადამიანი, მათ შორის 38 000 ბავშვი.

„უკრაინის მოქალაქეებს ატერორებენ რუსეთის ხელისუფლების მიერ „საშიში“ ადამიანების ძიების საბაბით. ისინი, ვისაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვთ ან უკრაინის მთავრობასთან ან მედიასთან კავშირშია, ნაცრისფერ ზონაში ქრება“, - განაცხადა დიპლომატმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო