ლევან ვასაძე - ჩემი პატრიარქი

არქივი
ლევან ვასაძე - ჩემი პატრიარქი
არქივი

ლევან ვასაძე - ჩემი პატრიარქი

erimedia_ravk/7IeLDVi4R.jpeg

როგორი იქნებოდა ჩემი სამყარო მის გარეშე... რაოდენ გაიზრდებოდა უფსკრული სინამდვილესა და სიწმინდეს შორის, სად შევხვდებოდი ანარეკლებს ზეცისა და სად ვიგრძნობდი სურნელებას მირონმდინარე ამბიონებისა. როგორ ვირწმუნებდი არსებობას ადგილისა, სადაც აღარ იტირებს ჩემი სამშობლო, სადაც მშობელი შვილს არ დაჰკარგავს და სადაც მე, აღარავის ვაწყენინებ.

რით დავიმსახურეთ ქართველებმა ეს წყალობა და თუ არაფრით დაგვიმსახურებია, რით ამოვიდეთ უფლისადმი ამ ვალიდან ოდნავ მაინც. იქნებ სათუთი გაფრთხილებით ამ ღვთიური საჩუქრისა, იქნებ მორჩილებით მის მიერ დადგენილი განწესებისა, იქნებ დაბრუნებით ჭეშმარიტი სიცოცხლის წყაროსთან, სადაც ის, მარად მომღიმარი და მიმტევებელი თვალებით გველოდება.

ჩემი უსამარცხვინოესი საქციელების მიღმაც კი, სადაც ავსული მიჩურჩულებს ეჭვებს და სადაც ადამიანს აღარაფრის თავი აღარ გაქვს, მე მპატრონობს და სიმხნევის დაკარგვის უფლებას არ მაძლევს ჩემი მამა. ის მგონი ლომი უფროა, ვიდრე ადამიანი, დამნდობი ყველა მონანულისა და უდრეკი თავისი შვილების მტრებთან. მზერა მისი სხივია, დროის მიღმა მანათობელი მზისა. ხმა მისი სიბრძნეა, დიდებულ წინაპართ გულებთან ნასაუბრევი და ნაზიარევი. როგორ ვუცქირო მას, როგორ ვუსმინო მას, როგორ ვიცხოვრო ისე, რომ არა სთქვან ილიას თანამედროვე იყო და ვერაფერი შეიგნოო. თუკი ის მთელი ცხოვრება სამშობლოსათვის ჯვარს ეკვრის და ერთს არ დაიჩივლებს. მე, უდარდელად მოსეირნეს რა უფლება მაქვს მოწყენისა. თუკი ის მთელი ერისა და მგონი აწი მთელი თანამედროვე კაცობრიობისათვის მთავარი მლოცველი, ანუ გადამრჩენელი, ბავშვივით უბრალო და მდაბალია, მე რაღას ვბაქიბუქობ თუკი რაიმე სიკეთეს ჩავიდენ ხოლმე შემთხვევით.

ერთხელ ილიაობა დღეს ქართულ ნადიმს ვუსხედით მასთან ერთად, მინის მიღმა ისარკებოდა მტკვარზე თბილისი, ლაღი საკუთარი სიდიადით და უმარცხებელი ასი ათასი მოწამის სისხლის გამო. მისმა უწმინდესობამ სასმისი აიღო და დაგვლოცა: არ წავალო ბრძანა, სანამ სამშობლო არ გამთლიანდებაო. ცრემლით დაბინდული თვალით მიმოვიხედე, ტიროდა სიხარულით ქალბატონიცა და ვაჟკაციც. და ვიცი აწი, მოვესწრები ჩემს მამასთან ერთად მისი მზიანი ღამის აისს. არა იმიტომ რომ რამედ ვვარგივარ, ან რამის ღირსი ვარ, არამედ იმიტომ რომ ის თითონაა აისი, ის თითონაა თავით თვისით მზეი გაბრწყინვებული. ვიცი ეს გულით, რომელიც ჩემი თვალია ნამდვილი.

ტიციანს უთქვამს, არ შეიძლება სიცილი იქ, სადაც კუბო დგას, რომელშიც წევს ეროვნული დამოუკიდებლობაო, მაგრამ ასევე არ შეიძლება ამ კუბოსთან დაკარგვა სასოებისა და იმის მოლოდინისა, რომ მართასთან ერთად უფალს გამოგებებული გაიგებ, ნუ სტირი მართა, ლაზარე არ მომკვდარა, მას სძინავს.

ტუჩებდამშრალი და მირაჟებისაგან გათანგული მონის ლასლასი უსულობის უდაბნოში იმ ოაზისთან მთავრდება, რომელსაც ჩემი პატრიარქი ჰქვია. ვუცქერ ამ

ოაზისს და ხარობს ჩემი გული ონიქსის შადრევნებიდან მორაკრაკე ლაჟვარდის ფერით.

მგოსანს უთქვამს, ისეთი ღრმაა და წმინდა ზეცა ალერსით სავსე, თითქოს ღვთისმშობლის ცრემლი დამეცა ლოცვის დროს თავზეო. სიგრილეს ვგრძობ უდაბნოდან მოსული, იმედსა და ბედნიერებას. მე ხომ საქართველოს გაბრწყინვების წინა ხანაში ვცხოვრობ ჩემი მამის მფარველობის ქვეშ და მადლობა ღმერთს ამისათვისაც.

ლევან ვასაძე

erimedia_ravk/CtMZOViVR.jpeg
erimedia_ravk/KOAWdVi4g.jpeg
ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები არქივი
Леван васадзе – «Дневник Немощного». (Неавторский перевод)
ლევან ვასაძე და მეგობრები - საუბარი N18. კორონას გლობალური შედეგები
ლევან ვასაძე და მეგობრები საუბარი N17. კორონა - ლიბერალური ეპოქის გვირგვინი
ლევან ვასაძე და მეგობრები - (დაგვიანებით) საუბარი N16. ალკუინის საფეხურებით ( ნაწ.2)
ლევან ვასაძე და მეგობრები - საუბარი N16. ,,ალკუინთან დაბრუნება" (ნაწ.1)
Სარეკლამო
ლევან ვასაძე და მეგობრები - საუბარი N15. "ეთნოფსიქოლოგია კვდომის და შრომის"
ლევან ვასაძე და მეგობრები - საუბარი N 14. "ბერეშითი" (დაგვიანებით)
ლევან ვასაძე და მეგობრები - საუბარი N13. "ქვაბულიდან მზისაკენ" (დაგვიანებით)
ლევან ვასაძე და მეგობრები - საუბარი N12. "ქართველი ერის მიზანი"
ლევან ვასაძე და მეგობრები - საუბარი N 11. "იმიგრაცია" (ნაწ. 2)
მეტის ჩვენება
Სარეკლამო