მიხაილო პოდოლიაკი - მსოფლიო რაკეტები არ დაფრინავს პარიზის, რომისა და ბერლინის თავზე, ისინი უკრაინული ქალაქების თავზე დაფრინავს, იქნებ დროა დაიცვათ უკრაინის მოქალაქეები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა?
17 სექტემბერი, 2022

იქნებ, დროა დაიცვათ უკრაინის მოქალაქეები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა? თუ დაველოდოთ მასშტაბურ ტექნოგენურ კატასტროფას? - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
მან დასავლეთის ქვეყნები გააკრიტიკა იმისთვის, რომ უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თანამედროვე სისტემები არ გადასცეს.
„დასავლეთის ქვეყნებს საჰაერო თავდაცვისა და რაკეტსაწინააღმდეგო ბევრი თანამედროვე და ეფექტური სისტემა აქვს. მაგრამ რაკეტები არ დაფრინავს პარიზის, რომისა და ბერლინის თავზე. ისინი უკრაინული ქალაქების თავზე დაფრინავს. იქნებ, დროა დაიცვათ უკრაინის მოქალაქეები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა ? თუ დაველოდოთ მასშტაბურ ტექნოგენურ კატსტროფას?“ - განაცხადა პოდოლიაკმა.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო
