მოლდოველი ინტელექტუალის, იურიე როშკას (Iurie Roşca) ინტერვიუ ლევან ვასაძესთან

არქივი
მოლდოველი ინტელექტუალის, იურიე როშკას (Iurie Roşca) ინტერვიუ ლევან ვასაძესთან
არქივი

მოლდოველი ინტელექტუალის, იურიე როშკას (Iurie Roşca) ინტერვიუ ლევან ვასაძესთან

5 ივლისი, 2017

erimedia_ravk/gsa2S4iVR.jpeg

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის მეასე წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ, მთელი რიგი შეკითხვებით მიგვემართა მოლდოვის რესპუბლიკის, რუმინეთის, რუსეთის ფედერაციისა და დასავლეთის ქვეყნების გამოჩენილი პიროვნებებისთვის. გვინდა, ეს ინტერვიუ მცირე წვლილი იყოს იმ მოვლენებში გასარკვევად, რომლებმაც ღრმა დაღი დაასვა მთელ XX საუკუნეს. მიუხედავად იმისა, რომ ას წელზე მეტი გავიდა, პოსტკომუნისტური სივრცის და მთელი მსოფლიოს კოლექტიურ აზროვნებაში ჯერ კიდევ დომინირებს ბევრი ცრურწმენა ამ მოვლენების მიზეზებზე და იმაზეც, თუ როგორ ხდება პოლიტიკური ელიტების, აკადემიური წრისა და ეკლესიის იერარქების მხრიდან „პროლეტარიული რევოლუციის“ განმარტება. ამ მასშტაბის შეკითხვებზე სწორი პასუხების პოვნა ჩვენ სასიცოცლო მნიშვნელობის საქმედ მიგვაჩნია.

ლევან ვასაძე, საქართველო.

ი.რ. როგორია ოქტომბრის რევოლუციის სულიერი, ინტელექტუალური და იდეოლოგიური საფუძვლები?

ლ.ვ. ნიკონიანური განხეთქილება, რომელიც, თავის მხრივ, გადაჭარბებული იმპერიული თავდაჯერებულობის ფსიქოლოგიის რეფლექსიას წარმოადგენდა, შეიძლება დაახლოებით შემდეგი ფორმით ჩამოვაყალიბოთ: „ჩვენ ვართ მესამე რომი, ქრისტიანობის ერთადერთი ბასტიონი. ამიტომ, როდესაც რუსეთში ჩვენ ღვთისმეტყველების შესახებ ვკამათობთ, გარედან არავის შეუძლია გვითხრას, ვინ არის მართალი, თეოლოგიური კუთხითაც კი, არცერთ სხვა მართლმადიდებელს არ შეუძლია ჩვენი დახმარება, ყველაფერი ჩვენ თვითონ ვიცით.“ შედეგად მივიღეთ განხეთქილება. შედეგად მოხდა ხალხის გამოყოფა ელიტისგან. ეს გამოყოფა სულ უფრო ღრმავდებოდა და თავის კულმინაციას პეტრე დიდის ანტიქრისტიანული რეფორმების დროს მიაღწია. იქიდან მოყოლებული, მხოლოდ დროის საკითხი იყო, როდის იძიებდა შურს ხალხი ელიტაზე და მიზეზს აქ არავითარი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო შიდა ან გარედან მოსული მიზეზი, შურისძიება ნებისმიერ შემთხვევაში შედგებოდა.

ი.რ. რატომ მოხდა ეს სახელმწიფო გადატრიალება მაინცდამაინც რუსეთში და რა დოზით შეგვიძლია ვისაუბროთ „უცხოურ პროექტზე“?

ლ.ვ. ზემოხსენებული ფუნდამენტური გაყოფის შედეგად, მასონების მიერ მართულმა მარქსისტულმა იდეოლოგიამ ნაყოფიერი ნიადაგი ნახა რუსი ხალხის გულებსა და გონებაში. სინამდვილეში, დასავლეთიდან ამ მარქსისტული შხამის მიღებისას, მათ ქვეცნობიერად თავიანთ ელიტას უთხრეს: „თქვენ გინდათ დასავლეთ ევროპა, ჩვენ მოგცემთ თქვენ დასავლეთ ევროპას თავისი ორიგინალური ფორმით, ჩვენზე თქვენი ჰეგემონობის გვერდის ავლით; ჩვენ თქვენ გაგაუქმებთ და დასავლურ ნარატივს პირდაპირ მივიღებთ, თქვენ კი აღარ იქნებით ჩვენი შუამავლებისა და მბრძანებლების როლში.“ ამიტომ, ელიტის კომპრომისმა სიწმინდეებთან მიმართებში, რაც განხეთქილების შედეგი იყო (რომელიც, კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, თავის მხრივ იყო გადაჭარბებული იმპერიული მენტალური ჩაკეტილობის შედეგი), ხალხი თავის ელიტაზე შურისძიებამდე მიიყვანა. გზავნილი „ჩემი [კლასობრივი] მტრის მტერი - ჩემი მეგობარია“ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე „ჩემი ქვეყნის მტერი - ჩემი მტერია“.

ი.რ. საბჭოთა რეჟიმმა სპეციფიკური იდეოლოგია შექმნა, რომელიც საბჭოთა ცივილიზაციის რელიგიადაც იწოდებოდა. რა იყო ამ „სოვეტოლატრიის“ მიზეზი და მისთვის დამახასიათებელი ნიშანი?

ლ.ვ. მარქსიზმ-კომუნიზმის „ქსოვილი“ დასავლეთ ევროპული (ძირითადად, ებრაული წარმოშობის) იდეოლოგიისგან შეიკერა. სლავურ სხეულზე მისი შემოხვევისას, ის, დიდი მსხვერპლის შედეგად, საბოლოო ჯამში უფრო ჰუმანური გახდა, ვიდრე მის კოსმოპოლიტ მკერავებს თავიდან ჰქონდათ ჩაფიქრებული. აღმოსავლეთ სლავების, კავკასიელების და ევრაზიის ხალხების მიერ ამ კომუნისტური „ქსოვილის“ ჰუმანიზაციამ დაახლოებით 30 საშინელი წელი წაიღო (1917-1947). თავდაპირველად, მისი ჰუმანიზაციის ეს საშინელი პროცესი მახრჩობელა სახალხო ეკლიანი სხეულის (ტროცკიზმის) თავიდან მოშორებას მოითხოვდა, შემდეგ ფაშიზმის ფოლადისა და ცეცხლის ნაკადის დამარცხებას, რაც იოსებ სტალინმა, რომელიც თვითონაც არ იყო წმინდანი, მაინც შეძლო. 40-ანი წლების შუა პერიოდისათვის კომუნისტური „ქსოვილი“ უფრო ჰუმანური გახდა და მორალურ ფარგლებში მოექცა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო მარქსიზმის ჰუმანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის ფარგლებში (თუმცა, ამ პროცესში თვითონ სახალხო სხეული წარმოუდგენლად დაზარალდა). ამგვარად, ეს მახინჯი „ქსოვილი“, სლავურ სხეულზე ჩამოცმისას, შეძლებისდაგვარად, უფრო ლამაზი შესახედი გახდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს „ქსოვილი“ იმთავითვე დასახევი და გადასაგდები იყო, ვინაიდან, როგორც არ უნდა გაეკეთილშობილებინათ იგი სლავებს და მის მოქალაქეებს, ის თავიდანვე სიკვდილის კვართად შეიკერა.

ი.რ. როგორ ავხსნათ ის ფაქტი, რომ თითქმის მეოთხედი საუკუნის შემდეგაც, რუსეთში და სოციალისტური ბანაკის ყოფილ სხვა ქვეყნებში მაინც გავრცელებულია კომუნისტური ვირუსი?

ლ.ვ. მე მიმაჩნია, რომ კომუნისტური ვირუსის ნარჩენები თავისი მავნებლობით ვერ შეედრება ახალ, ლიბერალურ ვირუსს, რომელიც ასევე დასავლეთიდან არის შემოსული. ეს ახალი ვირუსი, კომუნისტური „ქსოვილისაგან“ განსხვავებით, სლავური სხეულის ვენაში შეჰყავთ. ყოველ წელს, ყოველ ახალ ინექციასთან ერთად, ის უფრო და უფრო აქტიურად ცირკულირებს. სახალხო სხეულში იგი ასევე ნესტოებისა და სასუნთქი სისტემის გზით (ჰაერიდან) ხვდება და მისგან საშველი ჯერჯერობით არ ჩანს. წლიდან წლამდე ორგანიზმი ამ შხამისადმი სულ უფრო ტოლერანტული ხდება და შესაძლებელია, მალე ვეღარც მიხვდეს, რომ მოწამლულია და რომ მის ძარღვებში სისხლის ნაცვლად ლიბერალური ვირუსი მიედინება.

რაც შეეხება კომუნისტური ვირუსის ნარჩენებს (მუზეუმები ეკლესიებში, ფსევდო-პოპულისტური კოლექტივიზმი ჭეშმარიტი ერთობის ნაცვლად, წესიერი ადამიანების სოციალური პასიურობა და უწესო ადამიანების სოციალური აქტიურობა, სახელმწიფოს მიერ საწარმოების ფლობის არაეფექტური ეკონომიკური ვექტორები და ა.შ.), როგორც უკვე მოგახსენეთ, თანამედროვე რუსეთისათვის ყველაფერი ეს ბევრად უფრო ნაკლებად სასიკვდილო ასპექტია.

ი.რ. საბჭოთა ექსპერიმენტის კრიტიკოსები ყველაზე ხშირად ეხებიან პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს და შედარებისთვის ეყრდნობიან დასავლურ დემოკრატიას. რატომ რჩება ხშირად რელიგიური, სულიერი, მეტაფიზიკური მნიშვნელობის ასპექტები უკანა ფლანგზე?

ლ.ვ. მე არ ვეთანხმები იმას, რომ საბჭოთა კავშირი კარგი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მან 70 წლით გადადო ლიბერალიზმის მოსვლა. თუკი საბჭოთა კავშირი რამეში კარგი იყო, ეს იყო, მარქსიზმის მიუხედავად, სლავებისა და ქართველების ქრისტიანული ინერციის და მათი მოქალაქეების ტრადიციონალისტური ინერციის წყალობით. ჩვენ რომ ჩვენი მართლმადიდებლური სამეფოები და ტრადიციონალისტური საზოგადოებები გვქონოდა, და მათ მარქსიზმი არ შეხებოდა, ლიბერალიზმს ბევრად უკეთესად გავუწევდით წინააღმდეგობას და აწმყოს ბევრად უფრო მომზადებულები შევხვდებოდით. ამიტომ, ნებისმიერი პოზიტიური ასპექტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა კომუნისტური რეჟიმის დროს, დადებითი იყო არა მარქსიზმის წყალობით, არამედ მარქსიზმის მიუხედავად, ქრისტიანული და ტრადიციონალისტური მემკვიდრეობის წყალობით (მათ შორის, ჩვენი საზოგადოების ისლამური, იუდეური, ბუდისტური და სხვა ტრადიციული მემკვიდრეობის წყალობითაც).

ი.რ. ბევრს მიაჩნია, რომ ლიბერალიზმი და კომუნიზმი დიამეტრულად საპირისპირო ოდეოლოგიებს წარმოადგენენ. თუმცა, მათი უფრო ყურადღებით შესაწავლისას, მთელი რიგი გასაოცარი დამთხვევები და ურთიერთშემავსებელი ასპექტები ვლინდება. როგორ შეაფასებდით თქვენ ამ ორი პოლიტიკური თეორიის განსხვავებასა და მსგავსებას?

ლ.ვ. ჩემთვის ყველა ეს იდეოლოგია (ფაშიზმის ჩათვლით), თავისი არსით, ერთი ეშმაკისა და ბაბილონის მეძავის (ურბანისტული მატრიარქატის) ნაბუშრები არიან. ისევე როგორც, ყველა ნაბუშარმა, არც მათ იციან თავიანთი მშობლები და ყველა დემონური შვილის მსგავსად, ერთმანეთში იბრძვიან. ღვთის შვილები არ იბრძვიან ერთმანეთში. ამ სამივე (და არა ორივე) იდეოლოგიას შორის მსგავსება აშკარაა: ქრისტიანობის, და შესაბამისად, ადამიანის სიძულვილი, მსოფლიო ჰეგემონიის სურვილი და დედამიწაზე სამოთხის დაპირება. ასევე აშკარაა განსხვავებაც: სამ იდეოლოგიას სამი სხვადასხვა გამტარებელი ჰყავს: ინდივიდი, კლასი და რასა - ესენი არიან ამ სამი თეორიის შესაბამისი სუბიექტები.

ი.რ. ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ კომუნისტურმა პროექტმა თავისი ლოგიკური გაგრძელება ჰპოვა გლობალისტურ პროექტში. თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანია აღნიშნული მიდგომა?

ლ.ვ. ვფიქრობ, მე უკვე გავეცი ამას პასუხი: სამივე იდეოლოგია, კომუნიზმის ჩათვლით, არის აპოკალიფსის სამი მხედარი; ველოდებით მეოთხე მხედარს და ვლოცულობთ, რომ ჩვენ თავად არ გავხდეთ იგი.

ი.რ. პოსტკომუნისტურ სივრცეში, და ასევე დასავლეთშიც, რუსოფობია ხელოვნურად იკვებება საბჭოთა კავშირისა და რუსეთის (მისი 1917 წლამდე ან 1991 წლის შემდეგი პერიოდის სახით) ცნებების აღრევით, ხოლო ყოფილი კომუნისტური რეჟიმის დანაშაული რუს ხალხს მიეწერება. ეს იმის ტოლფასია, ნაციზმის ბრალეულობა გერმანელ ხალხს რომ მივაწეროთ, რამაც ავტომატურად უნდა გამოიწვიოს გერმანოფობია. ვის აწყობს ცნებების მსგავსი აღრევა და როგორ შეიძლება ამისი დაძლევა?

ლ.ვ. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს, სადაც კი ხელი მიუწვდება, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და უნდა დაიწყოს მათი გამთლიანება. ამგვარად, ამ რესპუბლიკების მხრიდან ის აღარ იქნება აღქმული, როგორც მტრული სახელმწიფო და აშშ აღარ იქნება ამ ქვეყნებისთვის ერთადერთი „მხსნელი და დამცველი“. მხოლოდ ამგვარად შეძლებს რუსეთი ყოფილ საბჭოთა სივრცეში აშშ-ს წაართვას მისი „დადებითი“ როლი.

მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ქართველოფობიური, ფაშისტური სეპარატიზმის მხარდაჭერა, რომელიც დამნაშავეა ქართველთა გენოციდში (და რომელმაც 90-ანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული 10,000-ზე მეტი ქართველი მოკლა და 500,000 ქართველზე მეტი გააუპატიურა და გამოყარა თავისი სახლებიდან). მაშინ საქართველოში აღარ იქნება არავითარი რუსოფობია, რომელიც, სხვათაშორის, საქართველოს ტერიტორიის 22%-ის გაუგონარი ანექსიის, საეკლესიო და სახელმწიფო საზღვრების დარღვევის და ყოველი მერვე მოქალაქის დევნილად გადაქცევის მიუხედავად, ისედაც ძალიან დაბალია. ახლა მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს: რუსეთმა უნდა გააკეთოს განცხადება ქართველი დევნილების თავიანთ სახლებში დაბრუნების შესახებ და მისცეს მათ უსაფრთხოების გარანტია, ხოლო როდესაც დევნილები თავიანთ სახლებში დაბრუნდებიან, საქართველომ საპასუხოდ უარი უნდა თქვას ნატო-ში თავის მისწრაფებაზე. თუ ამას არ ვიზამთ, ჩვენი თაობა დაბერდება და გარდაიცვლება, ხოლო ახალგაზრდა ქართველების ნაწილმა, ვისაც აფხაზეთი და სამაჩაბლო თვალით არ უნახავს და შესაბამისად, ეს მიწები დროთა განმავლობაში მათთვის სულ უფრო ნაკლებად მტკივნეული იქნება, შეიძლება ხმა მისცენ საქართველოს ნატო-ში შესვლას ამ ტერიტორიების გარეშე, ისევე, როგორც ამას სულ უფრო ხშირად აკეთებენ ახალგაზრდა სერბები და ხმას აძლევენ ნატო-ში გაწევრიანებას კოსოვოს გარეშე. ამ საშინელი გზით, რუსეთი მიიღებს იმის საპირისპირო შედეგს, რაც სურს, ხოლო ამერიკელები მიიღებენ იმ შედეგს, რაც მათ უნდათ.

გარკვეული სახეცვლილებით უნდა მოხდეს ასეთივე სტრატეგიის ექსტრაპოლაცია სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებზე. თუ რუსეთი მოახერხებს რომ განიხილებოდეს, არა როგორც ამ სახელმწიფოების დეზინტეგრატორი, არამედ როგორც ინტეგრატორი, ეს მოკლავს რუსოფობიას და აღადგენს რუსეთის როგორც მსუბუქ, ასევე მტკიცე ძალას. მაგრამ, თუ რუსეთი გააგრძელებს ამ სახელმწიფოების დეზინტეგრაციას, ამით ის გააგრძელებს ორმაგი ამერიკული სტანდარტების კოპირებას, დაკარგავს მორალურ საფუძველს და გახდება იმ შეჯიბრის მძევალი, სადაც ითვლიან, ვის უფრო მეტი დოლარი და იარაღი აქვს. რაც კიდევ უფრო უარესია, თავისი საზღვრების ირგვლივ ბევრი პატარა სახელმწიფოს შექმნის მხარდაჭერით (რომლებიც, მოჩვენებითად და დროებით ვითომ რუსეთის ლოიალურები არიან), ის მოამზადებს თავისი საკუთარი დეზინტეგრაციის ნიადაგს. ამიტომ, რუსეთი უნდა წავიდეს თავისი ემოციური ინსტინქტების საწინააღმდეგო მიმართულებით და გეოპოლიტიკური კანონების შესაბამისად.

ი.რ. კიდევ ერთი გავრცელებული ცნებების აღრევა რუსეთში, ისევე როგორც, მთელ დანარჩენ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის კეთილგანწყობა როგორც ეკლესიის, ასევე საბჭოთა ცივილიზაციის მიმართ, რომელიც განმარტებულია, როგორც ანტიქრისტიანული. რა ზომები ან ძალისხმევა არის საჭირო იმისათვის, რომ დავძლიოთ ეს ურთიერთგამომრიცხავი მიდგომა? შეუძლია თუ არა საეკლესიო იერარქიას, უფრო საფუძვლიანად შეუწყოს ხელი ამ მცდარი წარმოდგენების აღმოფხვრას?

ლ.ვ. იმპერიული (ამ შემთხვევაში - რუსული) მოდელი გულისხმობს სახელმწიფოს და ეკლესიის სიმფონიას. ეს ბალანსი ძალიან ძნელად მიიღწევა და საბოლოო ჯამში, ყოველთვის იმსხვრევა. ქართველური მოდელი ამის საპირისპიროა: ეკლესია და იდენტობა სახელმწიფოს მიუხედავად, იდეალურ შემთხვევაში მეფის წყალობით, თუ ის თავად არის კარგი ქრისტიანი. მაგრამ, ამ შემთხვევაშიც კი, მეფის ქვეშ მყოფი მაღალჩინოსნები ყოველთვის ცუდები არიან. ეს სრულ თანხვედრაშია ბიბლიურ სიბრძნესთან: ამქვეყნიური ძალაუფლება ეკუთვნის ეშმაკს. ამ ორივე მოდელის სრულყოფა, როგორც მესამე რომში, ასევე მეორე იერუსალიმში, ბევრად უფრო ადვილია მონარქიის აღდგენის შემთხვევაში. მათ ორივეს სჭირდებათ ერთმანეთი და არცერთი მიიღწევა მეორეს გარეშე. ორივე მონარქიის აღდგენის შემდეგ, ისინი ერთმანეთს შეავსებენ და დაიცავენ, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. მანამდე, ხელისუფლებისა და ეკლესიის (განსაკუთრებით იმპერიაში) ნებისმიერი დაახლოება, გამოიწვევს ბევრი მოქალაქის ეკლესიიდან დაშორებას, განსაკუთრებით მათი, ვინც ლიბერალიზმითაა ინფიცირებული.

ი.რ. როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ თითქმის მეოთხედ საუკუნეზე მეტი გავიდა კომუნიზმის დაცემისა და საბჭოთა კავშირის დაშლიდან, ლენინის მავზოლეუმი კი ხელუხლებელი რჩება, ხოლო მისი ცხედრის ნარჩენები დღემდე არ დაუმარხავთ? ის საბაბი, რომ აუცილებელია ანგარიში გავუწიოთ უფროსი თაობის მოსახლეობას, რომელსაც გარკვეული ნოსტალგია აქვს, ისევე როგორც პოლიტიკური მიზანშეწონილობის მომიზეზება, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. რა სულიერი მახასიათებლებით შეიძლება აიხსნას ამ საკითხთან მიმართებაში პოლიტიკური ნების არარსებობა და რა შეიძლება მოიმოქმედონ რუსეთის ნაციონალურმა ელიტამ, ეკლესიამ, წამყვანმა ინტელექტუალებმა, სახელმწიფო ადმინისტრაციამ იმისათვის, რომ განთავისუფლდნენ ამ ისტორიული წყევლის მარწუხებიდან?

ლ.ვ. პატრიარქმა ილია II-მ, ერთხელ, ყველაზე კარგად ბრძანა ამის შესახებ: „მიწა დღემდე არ იღებს ლენინს იმისათვის, რაც მან გაუკეთა დედამიწას, როცა მოწამლა იგი. ეს სულისთვის ყველაზე საშინელი სასჯელია“. აქედან გამომდინარე, ლენინის დაკრძალვა უნდა განვიხილოთ არა როგორც ფიზიკური, არამედ, როგორც მეტაფიზიკური მოვლენა. ის არ არის დამოკიდებული არც მმართველების და არც ერის ნებაზე. ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ყოვლადმოწყალე ღმერთი გადაწყვეტს, რომ ფიალა აივსო.

ი.რ. ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი ხედავს რუსეთში ტრადიციული ფასეულობების ბასტიონს. რამდენად შესაძლებელია, რომ რუსეთში საზოგადოებრივი აზრის ანტილიბერალური ნაკადი გადაიზარდოს გლობალური შედეგების მქონე კონსერვატორულ რევოლუციაში და თქვენი აზრით, როგორია ფართომასშტაბიანი რელიგიური აღორძინების შანსი, რომელიც შეძლებს ისტორიის სცენიდან გააძევოს დომინანტი ლიბერალური პარადიგმა?

ლ.ვ. პარადოქსია, მაგრამ, ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, რუსული ტრადიციონალიზმის აღმავლობა ყველაზე მეტად უშლის ხელს ქართველი ტრადიციონალისტების საქმიანობას: იდენტური ქრისტიანული ღირებულებების გამო, ჩვენ კრემლის აგენტობაში გვადანაშაულებენ, ეს კი საქართველოში, ამპუტირებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პირობებში, ყველაზე სასიკვდილო ბრალდებაა. სამწუხაროდ, ეს ბევრად ამცირებს ჩვენს დამაჯერებლობას, განსაკუთრებით ახალგაზრდების თვალში, რომლებსაც ეუბნებიან: „შეხედეთ, ისეთები, როგორიც ვასაძეა იმავეს უწევენ პროპაგანდას, რასაც პუტინი, ე.ი. ისინი მათ მხარეს არიან, ვინც მოკლა, იძალადა და გამოყარა ჩვენი ხალხი თავისი მიწიდან“.

საერთო ჯამში, ტრადიციონალიზმის ზრდა ჩვენს რეგიონში შეიძლება გაძლიერდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევიმუშავებთ ალტერნატიულ იდეოლოგიას. ამისათვის, ჩვენ უნდა გამოვიმუშავოთ ტრადიციის აფირმატიული ნარატივი და წამოვიწყოთ ახალი სოციალურ-ეკონომიკური პარადიგმის პროექტი. მე მიმაჩნია, რომ რუსეთს, რომელსაც უზარმაზარი ბუნებრივი რესურსები გააჩნია, ნაკლები შანსი აქვს, თავი გაანებონ ოკუპანტებმა, რომლებიც მუდამ დაინტერესებულნი იქნებიან ამ სიმდიდრით. ამიტომ, ვთვლი, რომ რუსეთი უნდა შეურიგდეს საქართველოს და დაიცვას იგი, როგორც სათბური ამ ნარატივის გამოზრდისათვის. ამიტომ, ალგორითმი, რომელსაც მე ვხედავ (რაოდენ არარეალურად და უტოპიურადაც არ უნდა ჟღერდეს იგი ამჟამად), მდგომარეობს შემდეგში: რუსეთი ეხმარება საქართველოს გამთლიანებაში, იცავს და მხარს უჭერს მას; საქართველო, პირველი მსოფლიოში, იღებს პოსტლიბერალურ კონსტიტუციას, რომლის მთავარი სუბიექტიც არის ოჯახი და რომელიც კრძალავს სამივე იდეოლოგიას: ლიბერალიზმს, მარქსიზმს და კომუნიზმს. შესაძლოა, მას ეწოდოს კავკასიური მოდელი. შემდეგ ხდება ამ მოდელის ჩანერგვა დანარჩენ კავკასიაში, და როდესაც მოხდება მისი დახვეწა, იგი მზად იქნება ევრაზიის თვალუწვდენელ სივრცეებში დასანერგად.

ესაუბრა იურიე როშკა, მოლდოვა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები არქივი
ლევან ვასაძე და მეგობრები - საუბარი N18. კორონას გლობალური შედეგები
ლევან ვასაძე და მეგობრები საუბარი N17. კორონა - ლიბერალური ეპოქის გვირგვინი
ლევან ვასაძე და მეგობრები - (დაგვიანებით) საუბარი N16. ალკუინის საფეხურებით ( ნაწ.2)
ლევან ვასაძე და მეგობრები - საუბარი N16. ,,ალკუინთან დაბრუნება" (ნაწ.1)
ლევან ვასაძე და მეგობრები - საუბარი N15. "ეთნოფსიქოლოგია კვდომის და შრომის"
Სარეკლამო
ლევან ვასაძე და მეგობრები - საუბარი N 14. "ბერეშითი" (დაგვიანებით)
ლევან ვასაძე და მეგობრები - საუბარი N13. "ქვაბულიდან მზისაკენ" (დაგვიანებით)
ლევან ვასაძე და მეგობრები - საუბარი N12. "ქართველი ერის მიზანი"
ლევან ვასაძე და მეგობრები - საუბარი N 11. "იმიგრაცია" (ნაწ. 2)
ლევან ვასაძე და მეგობრები - საუბარი N11. ,,იმიგრაცია" (ნაწ.1)
მეტის ჩვენება
Სარეკლამო