1-2 ოქტომბერს „თბილისობა“ გაიმართება

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
1-2 ოქტომბერს „თბილისობა“ გაიმართება
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

1-2 ოქტომბერს „თბილისობა“ გაიმართება

1 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/jpgzC3W4R.webp

„თბილისობა“ დედაქალაქში 1-2 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, კალაძე გამოეხმაურა „თბილისობის“ დღესასწაულის ხარჯებთან დაკავშირებით ცალკეული ოპოზიციური პარტიებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს და აღნიშნა, რომ „ეს ადამიანები სიცრუის პროპაგანდით არიან დაკავებული“.

„გვაქვს შესაძლებლობა 1-2 ოქტომბერს ჩავატაროთ „თბილისობის“ დღესასწაულზე მიძღვნილი ღონისძიებები, რაც ძალიან მასშტაბური იქნება. „თბილისობას“ ტრადიციულად უმასპინძლებს რიყე და ლეღვთახევი. წელს ღონისძიებები ასევე გაიმართება ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე. ველოდებით დელეგაციებს თბილისის მეგობარი და პარტნიორი ქალაქებიდან. გაიმართება სხვადასხვა ტიპის აქტივობები კონცერტები მთელი დღის განმავლობაში.

რაც შეეხება თბილისობის ხარჯებთან დაკავშირებით რიგი პოლიტიკოსებისა და მათი საკუთარი, სატელიტი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს, ამაზე ყურადღების გამახვილება, რა თქმა უნდა, არ ღირს. რასაკვირველია, ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას სჭირდება თანხები და ასევე ყველასთვის გასაგებია, რომ როდესაც საუბარია კონცერტებზე, შემოქმედებით ღონისძიებებზე, აქ შეუძლებელია ტენდერის გამოცხადება. ეს აჟიოტაჟი „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიების მხრიდან საახალწლო ღონისძიებების თანმდევი პროცესია, „თბილისობის“ და სხვადასხვა ღონისძიებების, რომელსაც მუნიციპალიტეტი აკეთებს. იგივე გვაქვს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მიზანმიმართული სიცრუის პროპაგანდა მიმდინარეობს. მაგალითად, როდესაც ინფრასტრუქტურული პროექტები კეთდება, უნდათ, ეცადონ მოატყუონ საზოგადოება იმაში, თითქოს თბილისის მერიას მილების ჩადება დაავიწყდა, შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა იმაში, რომ თბილისის მერიას ჭის თავების წამოწევა დაავიწყდა და ხელმეორედ დავიწყეთ კონკრეტული ქუჩების გადათხრა და ა.შ. საზოგადოებამ უკვე კარგად იცის მათი ხელწერა და ეს ადამიანები სიცრუის პროპაგანდით არიან დაკავებული, სიძულვილის ენა მათი ყოველდღიური თემა გახდა“, - განაცხადა კალაძემ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო