14 აგვისტოს აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 31 წელი გავიდა
14 აგვ
14 აგვისტოს აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 31 წელი გავიდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუბუნაურმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის პატივსაცემად, გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი.