erimedia_ravk/2t4zcVEIg.jpeg

17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა

ამბები
17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა
ამბები

17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა

erimedia_ravk/2t4zcVEIg.jpeg
17 მაი

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართა.

თბილისში სამღვდელოება და მრევლი 12:00 საათზე ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბა, სადაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), სამღვდელოებასთან ერთად, პარაკლისი აღასრულა.

ქაშვეთთან შეკრებილი სამღვდელოება და მრევლი, რუსთაველის გამზირიდან საზეიმო ლოცვითი მსვლელობით გაემართა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ, სადაც მსვლელობის ბოლოს შესრულდა სამადლობელი პარაკლისი.

მსვლელობაში ასევე მონაწილეობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები.

დედაქალაქთან ერთად, მსვლელობები მოეწყო მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, იმერეთში, კახეთში, სამცხე ჯავახეთში, სამეგრელოში, აჭარაში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმში.

მთავრობის დადგენილებით, წელს, 17 მაისი უქმე დღედ არის გამოცხადებული. ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა.

erimedia_ravk/qFjScVPSg.jpeg
erimedia_ravk/UtX4c4EIR.jpeg
erimedia_ravk/8STI5VEIg.jpeg
erimedia_ravk/J5TVc4ESg.jpeg
erimedia_ravk/BtG45VPIg.jpeg
erimedia_ravk/odXvcVPIR.jpeg
ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო