19 სექტემბრიდან საბაჟო პროცედურაში საქონლის წინასწარი დეკლარირება მხოლოდ ელექტრონული ფორმით განხორციელდება

ამბები/ წყარო: 1tv.ge
19 სექტემბრიდან საბაჟო პროცედურაში საქონლის წინასწარი დეკლარირება მხოლოდ ელექტრონული ფორმით განხორციელდება
ამბებიწყარო: 1tv.ge

19 სექტემბრიდან საბაჟო პროცედურაში საქონლის წინასწარი დეკლარირება მხოლოდ ელექტრონული ფორმით განხორციელდება

15 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/T3whGZ74R.jpeg

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19 სექტემბრიდან იზღუდება, (აღარ განხორციელდება) წინასწარი დეკლარირების მიზნით, საბაჟო პროცედურის (გარდა თავისუფალი ზონის პროცედურისა) განსაზღვრისთვის დოკუმენტების მატერიალური ფორმით მიღება (გაფორმების ეკონომიკურ ზონებში ვიზიტით).

მათივე ცნობით, წინასწარი დეკლარირება, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსატან და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატან საქონელზე, საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელდება მხოლოდ ელექტრონული მიმართვით, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge ავტორიზებული მომხმარებლის მეშვეობით, განცხადების წარდგენის საფუძველზე.

„აღნიშნული ცვლილების შესახებ, საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ პირთა ინფორმირება უკვე  განხორციელდა ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის საშუალებით, პირად შეტყობინებებში ინფორმაციის მიწოდებით“, – აღნიშნავენ შემოსავლების სამსახურში.

დამატებითი ინფორმაცია და ვიდეოსახელმძღვანელო ელექტრონული განაცხადის შევსების წესის შესახებ მოცემულია შემდეგ ბმულებზე: დისტანციურად განცხადების წარდგენის ინსტრუქცია; ელექტრონულად გამოგზავნილი დოკუმენტების საფუძველზე დეკლარაციის შევსების მოთხოვნა; წინასწარი დეკლარირება იმპორტი.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო