20 სექტემბრიდან „კომპოზიტორთა ეროვნულ კონკურსში“ მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება იწყება

ამბები/ წყარო: www.facebook.com
20 სექტემბრიდან „კომპოზიტორთა ეროვნულ კონკურსში“ მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება იწყება
ამბებიწყარო: www.facebook.com

20 სექტემბრიდან „კომპოზიტორთა ეროვნულ კონკურსში“ მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება იწყება

3 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/q8xonnMVg.jpeg

კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებულ „კომპოზიტორთა ეროვნულ კონკურსში“ მონაწილეობის მიღების მიზნით 20 სექტემბრიდან განაცხადების მიღება იწყება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

"როგორც ცნობილია, „კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსი“ კულტურის სამინისტრომ სსიპ ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრთან ერთად, 2022 წლის აპრილში დააფუძნა და მისი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 65 000 ლარს. კონკურსის მიზანია ეროვნული საკომპოზიტორო ხელოვნების განვითარება და კომპოზიტორთა შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა.

კონკურსი 2 წელიწადში ერთხელ გაიმართება და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულე კომპოზიტორებს. „კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსი“ 2 ასაკობრივი ჯგუფისთვის, 17-დან 25 წლის ჩათვლით ასაკის პირებისთვის და 25 წელს ზემოთ პირებისთვის გაიმართება.

საკონკურსო პირობების თანახმად, კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ნაწარმოები არ უნდა იყოს გამოცემული და/ან შესრულებული კონკურსში მონაწილეობის მიღებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ იქნება განხილული, ან ფაქტის გამოვლენისთანავე მოიხსნება კონკურსიდან. საკონკურსო განაცხადების მიღება კულტურის სამინისტროში დაიწყება 2022 წლის 20 სექტემბრიდან 2022 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით. ამით კომპოზიტორებს ეძლევათ საკმარისი დრო განაცხადის მოსამზადებლად. შემოსული განაცხადები გადაეცემა სსიპ ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრს, რომელიც თავის მხრივ დააკომპლექტებს ჟიურის და გამოავლენს კონკურსში გამარჯვებულებს.

„კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსის“ ფარგლებში მუსიკალური ნაწარმოებები მიიღება შემდეგ მუსიკალურ კატეგორიებში:

- კამერული მუსიკის კატეგორიაში საკონკურსოდ ნაწარმოები მიიღება სოლო ინსტრუმენტისთვის; კამერული ანსამბლისთვის და კამერული ორკესტრისთვის;

- საგუნდო-ვოკალური მუსიკის კატეგორიაში საკონკურსოდ ნაწარმოები მიიღება გუნდისთვის ან ვოკალისთვის (თანხლებით, ან თანხლების გარეშე).

- სიმფონიური მუსიკის კატეგორიაში საკონკურსოდ ნაწარმოები მიიღება სიმფონიური ორკესტრისთვის (შესაძლებელია სოლო ინსტრუმენტების, ვოკალის ან გუნდის მონაწილეობით).

კამერული მუსიკის კატეგორიაში დაწესებულია შემდეგი ფულადი პრემიები:

ა) I პრემია - 2000 ლარი;

ბ) II პრემია - 1500 ლარი;

გ) III პრემია - 1000 ლარი.

საგუნდო/ვოკალური მუსიკის კატეგორიაში დაწესებულია შემდეგი ფულადი პრემიები:

ა) I პრემია - 2000 ლარი;

ბ) II პრემია - 1500 ლარი;

გ) III პრემია - 1000 ლარი.

სიმფონიური მუსიკის კატეგორიაში დაწესებულია შემდეგი ფულადი პრემიები:

ა) I პრემია - 5000 ლარი;

ბ) II პრემია - 3000 ლარი;

გ) III პრემია - 2000 ლარი.

ინფორმაცია გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე არაუგვიანეს შესაბამისი წლის 15 დეკემბრისა.

კონკურსის პირობები და კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://cutt.ly/EF9py7k ". - ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო