erimedia_ravk/hF3J0094R.jpeg

2007 წლის 7 ნოემბრის საქმე - სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ამბები
2007 წლის 7 ნოემბრის საქმე - სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
ამბები

2007 წლის 7 ნოემბრის საქმე - სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

erimedia_ravk/hF3J0094R.jpeg
3 ივლ

2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესი დღეისთვის არის ჩანიშნული. საქართველოს პირველ არხს ერთ-ერთი ბრალდებულის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განუცხადა, რომ სააკაშვილი, სავარაუდოდ, ონლაინ ჩაერთვება.

მისივე თქმით, ამ საქმეზე ერთ-ერთი მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი ახალი მოსამართლით შეიცვალა, შესაბამისად, ამ გარემოების საფუძველზე საქმის ხელახლა განხილვის დაწყებას მოითხოვენ.

ადვოკატის განმარტებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დღესვე ექნებათ გარკვეულ სამართლებრივ საკითხებზე შუამდგომლობა, რასაც დავის მხარე წინასწარ არ აკონკრეტებს.

აღნიშნული საქმის პროკურორმა, ლაშა ცხვიტარიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ სასამართლოდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ სხდომაა ჩანიშნული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვასთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, ამ საქმეზე, სააკაშვილის გარდა, არიან სხვა ბრალდებულებიც – მერაბიშვილი, ადეიშვილი, კეზერაშვილი, უგულავა.

ადეიშვილს და კეზერაშვილს დაუსწრებლად აქვთ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, რომელიც, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად, ორ თვეში ერთხელ გადაისინჯება. დღეს სწორედ ეს საკითხი უნდა განიხილოს სასამართლომ. პროკურორი აღნიშნავს, რომ სააკაშვილის ჩართვისა და ადვოკატების შუამდგომლობების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

ყოფილ მაღალჩინოსნებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან, რაც 5-იდან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია სამი მოსამართლის შემადგენლობით იხილავს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო