2022 წლის მე-2 კვარტალში საქართველოდან ყველაზე მეტი ვიზიტი საყიდლების მიზნით, თურქეთსა და რუსეთში განხორციელდა - საქსტატი

ამბები/ წყარო: www.bpn.ge
2022 წლის მე-2 კვარტალში საქართველოდან ყველაზე მეტი ვიზიტი საყიდლების მიზნით, თურქეთსა და რუსეთში განხორციელდა - საქსტატი
ამბებიწყარო: www.bpn.ge

2022 წლის მე-2 კვარტალში საქართველოდან ყველაზე მეტი ვიზიტი საყიდლების მიზნით, თურქეთსა და რუსეთში განხორციელდა - საქსტატი

24 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/eNVHdKWVR.jpeg

2022 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 1 515.2 ათასი გასვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 4.6-ჯერ მეტია, - ამის შესახებ ინფორმაცის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობით, გასვლების უდიდესი ნაწილი, 47.3 პროცენტი, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.

„აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 406.1 ათასი შეადგინა, რაც 3.9-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 221.0 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 134.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა, 49.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 46.5 პროცენტს შეადგენდა.

2022 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (42.5 პროცენტი) განხორციელდა საყიდლების მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 234.7 ათასი და 45.2 ათასი ვიზიტი. 2022 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.6 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 94.7 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. 2022 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 456.8 მილიონ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 1 124.7 ლარი შეადგინა”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო