2024 წლიდან არჩევნების ელექტრონულად ჩატარებასთან დაკავშირებით, პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებები დაინიცირდა. რა წერია ცვლილებათა პაკეტში

ამბები/ წყარო: imedinews.ge
2024 წლიდან არჩევნების ელექტრონულად ჩატარებასთან დაკავშირებით, პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებები დაინიცირდა. რა წერია ცვლილებათა პაკეტში
ამბებიწყარო: imedinews.ge

2024 წლიდან არჩევნების ელექტრონულად ჩატარებასთან დაკავშირებით, პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებები დაინიცირდა. რა წერია ცვლილებათა პაკეტში

20 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/0IQWyo74R.jpeg

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დააინიცირა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც 2024 წლიდან ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასაც ითვალისწინებს, - ამის შესახებ საარჩევნო კანონმდებლობის რევიზიის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„12-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული საარჩევნო კანონმდებლობის ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიხედვით, რევიზიის მიზნით, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დააინიცირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა აგვისტო და სექტემბერი დაუთმო ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვასა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებას.

მსურს, საზოგადოების ყურადღება გავამახვილო იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზე, რომლებიც საარჩევნო კანონმდებლობის რევიზიაზე მომუშავე ჯგუფის საქმიანობის შედეგად დღეს დაინიცირდა:

2024 წლიდან საქართველო გადავა ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე. ეს თვისობრივად ახალი, უმაღლესი სტანდარტია, რაზეც პოლიტიკური გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ გუნდმა მიიღო. სულ მცირე, ამომრჩევლის 70%-ს ექნება შესაძლებლობა, ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ხმა მისცეს მისთვის სასურველ პოლიტიკურ სუბიექტს. ელექტრონული საარჩევნო სისტემა გულისხმობს საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა რეგისტრაციასა და იდენტიფიცირებას, ხმის მიცემას, ხმების დათვლასა და შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურებს, რაც ელექტრონული საშუალებებით განხორციელდება.

ამასთანავე, ჩვენი გუნდის ინიციატივით, იმ უბნებზე, სადაც არ იქნება ელექტრონული მარეგისტრირებელი და მთვლელი აპარატურა, ამომრჩეველთან მიმართებაში იმოქმედებს მიცემული ხმების ამსახველი ბიულეტენების სრული გაციფრულება და მათი ატვირთვა ცესკოს ოფიციალურ ვებპორტალზე, რაც ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი იქნება. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2024 წლიდან ფაქტიურად მთელს ქვეყანაში არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდება.

ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებაზე არსებული 2 000-ლარიანი ჯარიმა გაორმაგდება და გახდება 4 000 ლარი. ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებაზე პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა გაიზრდება ორიდან თვიდან სამ წლამდე.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწესებისთვის განსაზღვრული 30-დღიანი ვადა განახევრდება და 15 დღედ განისაზღვრება. თუ საარჩევნო უბანში დათვლის შედეგად დაფიქსირდა 5 ან 5-ზე მეტი ან 10 ან 10-ზე მეტით ნაკლები ბიულეტენი მისულ ამომრჩეველთა რაოდენობასთან შედარებით, საარჩევნო უბანი დაექვემდებარება გადათვლას.

მარკირებას დაექვემდებარება ამომრჩეველი, ვინც გადასატანი ყუთით ისარგებლებს. გაიზრდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედების საოლქო საარჩევნო კომისიაში გასაჩივრების ვადა და ნაცვლად 2 დღისა, განისაზღვრება 3 დღით.

შეზღუდვები დაუწესდება პროფესიული ნიშნით არჩეულ საოლქო და საუბნო კომისიის წევრებს, მათი ნეიტრალიტეტისა და მიუკერძოებლობის განსამტკიცებლად. – დაწესდება საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული ნიშნით არჩეულ წევრთა სერტიფიცირება და შეიქმნება სერტიფიცირებულ კომისიის წევრთა ბაზა.

განმტკიცდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა მიერ არჩევნებში მონაწილეობის მარეგულირებელი კანონმდებლობა. გაფართოვდება ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციათა მანდატი, მათ შესაბამისი რეგისტრაციის გავლის საფუძველზე შესაძლებლობა ექნებათ არასაარჩევნო პერიოდში დაესწრონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომებს.

თითოეული პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო რაოდენობის ზედა ზღვარი ნახევრდება და არ იქნება საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-ზე მეტი, ნაცვლად არსებული 0.1%-ისა. უფრო გასაგები რომ იყოს, დღეს თითოეული პარტიისთვის არსებული წლის განმავლობაში ხარჯვითი 60 მილიონ ლარიანი ზედა ზღვარი მცირდება 30 მილიონიან ზედა ზღვრამდე.

წარმოდგენილი ცვლილების პროექტი ორიენტირებულია საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის კიდევ უფრო მეტად დახვეწასა და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან თანხვედრაში მოყვანაზე.

ამავდროულად, ის პირდაპირ პასუხობს ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, რაც ევროკომისიის მიერ განსაზღვრული გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია. წარმოდგენილ ცვლილებათა პაკეტი ცხადყოფს, რომ მმართველი გუნდის მიერ 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით ინიცირებული კონკრეტული გეგმა და მიზნობრივი ნაბიჯები ორიენტირებულია საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე და მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაზე.

შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც წარმოდგენილ ცვლილებათა პაკეტი პირველი მოსმენით მიღებულ იქნება პარლამენტის მიერ, იგი დამატებითი საექსპერტო დასკვნისთვის გაეგზავნება ეუთო-ოდირსა და ვენეციის კომისიას. მათგან მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, პროცესი გაგრძელდება მეორე და მესამე მოსმენის ფორმატში. ჩვენი მიზანია საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების მიღება განხორციელდეს მიმდინარე წლის ბოლომდე“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო