2024 წლიდან კერძო ბაღებს აკრედიტაციის გავლა მოუწევთ - რას ითხოვს ასოციაცია და რატომ ვერ მიიღეს პარლამენტიდან დღემდე პასუხი

ამბები/ წყარო: www.bpn.ge
2024 წლიდან კერძო ბაღებს აკრედიტაციის გავლა მოუწევთ - რას ითხოვს ასოციაცია და რატომ ვერ მიიღეს პარლამენტიდან დღემდე პასუხი
ამბებიწყარო: www.bpn.ge

2024 წლიდან კერძო ბაღებს აკრედიტაციის გავლა მოუწევთ - რას ითხოვს ასოციაცია და რატომ ვერ მიიღეს პარლამენტიდან დღემდე პასუხი

24 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/IRN0OKZVR.jpeg

2024 წლიდან კერძო ბაღები უმაღლესი სასწავლებლებისა და სკოლების ანალოგიურად აკრედიტაციას დაექვემდებარებიან. ასოციაციაში ამბობენ, რომ ლიცენზიის მოსაპოვებლად ბაღებს ამ პროცედურის გავლა დიდი ალბათობით, იგივე აკრედიტაციას ხარისხის მართვის ცენტრში მოუწევთ, რომელიც განათლების სამინისტროს ექვემდებარება. ასოციაციაში ამას ეწინააღმდეგებიან და თვლიან, რომ კერძო ბაღებმა ლიცენზიის მოსაპოვებლად აკრედიტაცია დამოუკიდებელ სსიპ-ში უნდა გაიარონ, რომელიც „მნათის“ ხელმძღვანელის თქმით, თავად ამ ბიზნესმა უნდა დააფინანსოს.

როგორც „მნათის“ ხელმძღვანელმა, გიგი სისვაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, განათლების სამინისტროში შეიქმნა სამმართველო, რომელსაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ნებართვების გაცემათან და მონიტორინგთან დაკავშირებით დებულებების შექმნა დაევალა.

„არსებობს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კანონი, რომელიც დაახლოებით 2007 ან 2011 წელს შეიქმნა. ამ კანონით დარეგულირებულია ლიცენზირების თემა. ეს სფერო მიკუთვნებულია თვითმმართველ ერთეულებს, ანუ მერიას, რომ მათ აიყვანონ კონტროლზე ეს კერძო დაწესებულებები და გასცენ შესაბამისი ნებართვები.

ახლა, როდესაც ჩვენ ევროპასთან რატიფიცირების ხელშეკრულებაში ვიმყოფებით, ეს სტანდარტი ევროპაში საკმაოდ მაღალ დონეზეა: აუცილებელია, რომ ბავშვების გარემო იყოს უსაფრთხო, დაცული, ეს გაიდლაინები და ინსტრუქციები ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით, მათ შორის ჯანმრთელობის, აზროვნების, ფსიქოლოგიური, უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს, აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტმა იმსჯელა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ 2024 წლისთვის ისინი გადავლენ უკვე იმ მოდელზე, რომ ეს საქმიანობა ნებართვას დაუქვემდებარონ და შესაბამისი აკრედიტაცია გაიაროს, როგორც ეს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებშია. სკოლებიც და უნივერსიტეტებიც აკრედიტაციას გადიან ხარისხის მართვის ცენტრში, რომელიც განათლების სამინისტროს სსიპ-ს წარმოადგენს. ანუ, გამოდის, რომ ბაღების გატარება უნდათ ამ ცალკე სამმართველოში, რომელიც განათლების სამინისტროში შექმნეს.

ჩვენი პოზიცია არის ასეთი: შეიქმნას დამოუკიდებელი სსიპ-ი, რომელიც არ იქნება საბიუჯეტო და ის დაფინანსდება ბენეფიციარების საწევროდან. ასე არსებობს მაგალითად, ადვოკატთა ასოციაცია. ანუ, მეტი კერძო სექტორი მიეცეს ამას და არა საჯარო“.

როგორც გიგი სისვაძე ამბობს, საჯარო სექტორზე დაქვემდებარება, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე უფრო მარტივია და სწორედ ამით ამართლებენ განათლების სამინისტროში შექმნილი ამ სამმართველოს იდეას.

„ეს არის არასწორი მიდგომა და ამ გზით ბიზნესის განვითარება ვერ მოხდება, პირიქით - შეკუმშვას გამოიწვევს და არა თავისუფალ ეკონომიკურ ბრუნვაში ჩაშვებას. ჩვენ ამ ბიზნესს თავისუფალი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა უნდა მივცეთ. თუ ისინი დამოუკიდებლობას იგრძნობენ, მათი ინტერესების დაცვა დამოუკიდებელი სსიპ-ის საშუალებით მოხდება, რომლის დაფინანსების წყარო არა ბიუჯეტი, არამედ თავსივე საწევროა, შეიქმნება კანონი ამასთან დაკავშირებით, ამ სსიპ-მა უნდა უზრუნველყოს როგორც ამისი მონიტორინგი, ასევე ამ ბაღების საქმიანობაზე ნებართვის გაცემა, რასაც აკეთებს, მაგალითად ხარისხის მართვის ცენტრი, შესაბამისად ამას მოჰყვება კადრების გადამზადება, აკრედიტაცია, სერთიფიკატების გაცემა პედაგოგებისთვის და ა.შ. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ეს თემა ამ მიმართულებით განვითარდეს. ამაზე პარლამენტს წერილიც მივწერეთ, ვთხოვეთ დისკუსია, მაგრამ ჯერ გამოხმაურება არ გვაქვს. როგორც ჩანს, აქ მათთვის საინტერესო ლუკმა არ ჩანს“.

„მნათის“ ხელმძღვანელის თქმით, ამ მიმართულებით ისინი გააქტიურებას გეგმავენ და 2024 წლისთვის, მათი პროგნოზით, ეს პრობლემა უკვე დარეგულირებული იქნება.

„ამ საკითხში ჩვენ ბიზნეს ომბუდსმენიც გვყავდა ჩართული და ვფიქრობ, მათთან საუბარი სწორედ ბიზნეს ომბუდსმენის საშუალებით უფრო სწორია. სხვაგვარად ძალიან ჭირს“, - განაცხადა გიგი სისვაძემ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო