erimedia_ravk/a1uNER-VR.jpeg

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა 13 მარტს დაიწყება

ამბები
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა 13 მარტს დაიწყება
ამბები

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა 13 მარტს დაიწყება

erimedia_ravk/a1uNER-VR.jpeg
7 მარ

საქართველოსა და რუმინეთში გასამართავი 21-წლამდელთა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის მატჩების ბილეთების გაყიდვა 13 მარტს იწყება. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. თამაშებს საქართველოს სამი ქალაქი უმასპინძლებს – თბილისი, ქუთაისი და ბათუმი.

მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 100 დღით ადრე, 13 მარტს დაიწყება. ბილეთები, პირველ ეტაპზე სპეციალურ ფასად, აბონემენტების ფორმატში გაიყიდება, რომელშიც, სტადიონების მიხედვით, გაერთიანებული იქნება ჯგუფური და მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები. აბონემენტების გაყიდვა 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

ჯგუფური ეტაპისა და მეოთხედფინალური ეტაპის თამაშების ინდივიდუალური ბილეთების გაყიდვა 1 მაისს დაიწყება. უეფას 21-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალისა და ფინალის ბილეთების რეალიზაცია 26 მაისიდან მოხდება“, – წერია სფფ-ის გავრცელებულ ცნობაში.

ჯგუფური და მეოთხედფინალური ეტაპის მატჩების განრიგი და აბონემენტის ფასები სტადიონების მიხედვით:

თბილისი, პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“ – A ჯგუფი:

21 ივნისი: საქართველო – პორტუგალია;

24 ივნისი: საქართველო – ბელგია;

27 ივნისი: ნიდერლანდები – საქართველო; ​

I კატეგორიის აბონემენტი – 35 ლარი;

II კატეგორიის აბონემენტი – 25 ლარი;

თბილისი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი – A ჯგუფი:

21 ივნისი: ბელგია – ნიდერლანდები;

24 ივნისი: პორტუგალია – ნიდერლანდები;

27 ივნისი: პორტუგალია – ბელგია;

1 ივლისი: მეოთხეფინალური მატჩი 1A-2C;

I კატეგორიის აბონემენტი – 50 ლარი;

II კატეგორიის აბონემენტი – 35 ლარი;

ქუთაისი, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი – C ჯგუფი

22 ივნისი: გერმანია – ისრაელი;

25 ივნისი: ინგლისი – ისრაელი;

28 ივნისი: ისრაელი – ჩეხეთი​;

2 ივლისი: მეოთხედფინალური მატჩი 1C-2A;

I კატეგორიის აბონემენტი – 50 ლარი;

II კატეგორიის აბონემენტი – 35 ლარი;

ბათუმი, „ბათუმი არენა“ – C ჯგუფი;

22 ივნისი: ჩეხეთი – ინგლისი;

25 ივნისი: ჩეხეთი – გერმანია

28 ივნისი: ინგლისი – გერმანია;

I კატეგორიის აბონემენტი – 35 ლარი;

II კატეგორიის აბონემენტი – 25 ლარი.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო