22 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში, 142 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

ამბები/ წყარო: www.bpn.ge
22 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში, 142 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ამბებიწყარო: www.bpn.ge

22 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში, 142 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

22 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/LSNHMEnVR.jpeg

22 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში, 142 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. აქედან, 75 ათას ტონამდე რქაწითელი, 58 ათას ტონამდე საფერავი, 4 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღვინის საწარმოებს ყურძენი 13 000-მდე მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 141 მილიონ ლარს აღწევს. გადამუშავებული რქაწითელიდან 14 ათასი ტონა ყურძნის 1 კილოგრამის ფასი 95 თეთრიდან 1.10 ლარამდე დაფიქსირდა. კომპანიების მიერ მევენახეებისგან შესყიდული საფერავის ჯიშის ყურძნის მთლიანი მოცულობიდან 35 ათას ტონამდე საფერავში, კილოგრამში გადახდილია 1.55-დან 1.75 ლარამდე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხარისხიან ყურძენზე მოთხოვნა არსებობს და ფასი შესაბამისია.

„რთველი აქტიურ ფაზაშია კახეთის უმეტეს რეგიონში, გარდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტისა, რომელიც რთველის პროცესში, ტრადიციულად, მოგვიანებით ერთვება.

რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 400-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი. ამ ეტაპამდე ყურძნის დაწურვის პროცესში 205 საწარმო იყო ჩართული. ყურძნის დღე-ღამური გადამუშავება 10 ათასი ტონის ფარგლებშია.

გასული წლების ანალოგიურად, რთველის ორგანიზებულად ჩატარებას, ჩასაბარებელი ყურძნის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფის სამუშაოებს კოორდინაციას რთველის შტაბი უწევს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო