2400 დევნილი ოჯახისთვის ახალი ბინების აშენებაზე 277-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

ამბები/ წყარო: bm.ge
2400 დევნილი ოჯახისთვის ახალი ბინების აშენებაზე 277-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
ამბებიწყარო: bm.ge

2400 დევნილი ოჯახისთვის ახალი ბინების აშენებაზე 277-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

22 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/ej_4WE7VR.jpeg

საქართველოს მთავრობამ 2,400 დევნილი ოჯახისთვის ახალი ბინების აშენებაზე 277 მილიონი ლარის მოცულობის ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კონტრაქტის გაფორმებიდან 3 წლის ვადაში დევნილებისთვის ახალი კორპუსები უნდა ააშენოს. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, კონკურსში მონაწილე კომპანიებმა ახალი კორპუსების პროექტი თავად უნდა მოამზადონ. “ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design-Build მეთოდით, ქ. ზუგდიდში, ჯანაშიას ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 43.31.62.746) იძულებით გადაადგილებული 1700 ოჯახისთვის და ქ. ქუთაისში, შერვაშიძის ქ. N53-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 03.01.22.645) იძულებით გადაადგილებული 720 ოჯახისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლ(ებ)ის მშენებლობის მიზნით საჭირო განაშენიანების დეტალური გეგმის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა,”- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვბეგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. კონკურსის პირობების მიხედვით, იმისთვის, რათა კანდიდატი კომპანიები ტენდერში მონაწილეობისთვის იყვნენ უფლებამოსილი, მათ 2017 წლის იანვრიდან დღემდე აშენებული უნდა ჰქონდეთ არანაკლებ 100 ათასი კვადრატული მეტრის პროექტები. ხოლო მათ მიერ შესრულებული პროექტების ღირებულება 300 მილიონ ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო