erimedia_ravk/VVRPr9ESg.jpeg

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

ამბები
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
ამბები

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

erimedia_ravk/VVRPr9ESg.jpeg
26 მაი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ თითოეულ ქართველს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ ზეიმობთ ჩვენს უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცა წვევამდელებს, რომლებმაც ამ ღირსშესანიშნავ დღეს სამშობლოს ერთგულების ფიცი დადეს.

„70-წლიანი საბჭოთა მმართველობის დასასრულს, 1990 წელს საქართველოში ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები, ხოლო 1991 წელს საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. მას შემდეგ, საქართველო გადის ერთგვარ მოსეს გზას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, „აღთქმულ მიწამდე“ აუცილებლად მიგვიყვანს. ჩვენი „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე - 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ფიცის დადების საზეიმო ცერემონიის შემდეგ, საქართველოს მთავრობის მეთაური, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ღონისძიებებს გაეცნო. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე სტუმრებოდნენ ღვინის სივრცეს, ასევე სპორტულ, კულინარიულ და საბავშვო კუთხეებს.

26 მაისის საზეიმო ღონისძიებები დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა კონცერტით დასრულდა, რომლის მთავარი თემა იყო - ამბავი საქართველოზე. გალა კონცერტის წლევანდელი პროგრამა სრულად დაეთმო ფოლკლორს და მასში საქართველოს ყველა კუთხის ფოლკლორული ანსამბლების 1000-მდე წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს 18 ქალაქში გაიმართა.

erimedia_ravk/8sONn6PIR.jpeg
erimedia_ravk/IvWO76PSg.jpeg
erimedia_ravk/ezps99PSR.jpeg
erimedia_ravk/gSayrrESg.jpeg
erimedia_ravk/lcQy99PIg.jpeg
erimedia_ravk/gPsN7ePIg.jpeg
erimedia_ravk/M3CH76PIR.jpeg
erimedia_ravk/2q2v7eESR.jpeg
ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო