27 სექტემბერი მსოფლიო ტურიზმის დღეა

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
27 სექტემბერი მსოფლიო ტურიზმის დღეა
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

27 სექტემბერი მსოფლიო ტურიზმის დღეა

27 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/8myUEk44g.webp

27 სექტემბერი მსოფლიო ტურიზმის დღეა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდუსტრიის წარმომადგენლებს ტურიზმის დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ საქართველოს პოზიციონირება ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება.

„ტურიზმის ინდუსტრიის თითოეულ წარმომადგენელს გილოცავთ მსოფლიო ტურიზმის დღეს!

სწორედ თქვენი დაუღალავი შრომის შედეგად, ბოლო წლების განმავლობაში საქართველო მსოფლიო ტურისტულ რუკაზე ერთ-ერთ მიმზიდველ მიმართულებად ჩამოყალიბდა.

ტურიზმის სექტორმა პანდემიურ პერიოდში ურთულესი გზა გაიარა. ჩვენ თქვენთან ერთად, აქტიური თანამშრომლობით; საჰაერო წვდომის გაუმჯობესებით; საერთაშორისო მარკეტინგით და წამყვანი მედიაპლატფორმების გამოყენებით, შევძელით ტურიზმის აღდგენის ეფექტური დინამიკის შენარჩუნება და საერთაშორისო ვიზიტორებში ტურისტული ნაკადების გაზრდა. შედეგად, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2022 წლის აგვისტოს თვეში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს გადააჭარბა.

ამ დღეს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია 40 წელზე მეტია აღნიშნავს, პოსტპანდემიურ პერიოდში მნიშვნელოვანი გახდა ტურიზმის ინდუსტრიაში ახალი მიდგომებისა და ინოვაციური მეთოდების დანერგვა; ურთიერთთანამშრომლობა სახელმწიფოებს შორის. საქართველო ამ მიმართულებითაც აქტიურად პოზიციონირებს და ეს, მომავალშიც გაგრძელდება!

კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებულ, მშვიდ, უსაფრთხო და ნაყოფიერ საქმიანობას! #rethinkingtourism #worldtourismday2022“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო