29 სექტემბრის მონაცემებით მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში დაახლოებით 93 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი ჩავიდა
29 სექ
29 სექტემბრის 16:00 საათის მონაცემებით სომხეთში მთიანი ყარაბაღიდან დაახლოებით 91 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი ჩავიდა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამჟამად ყარაბაღიდან სომხეთში ჩასულ იმ პირთა რიცხვი, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს 69 ათას 916 შეადგენს, მათგან სომხეთის ხელისუფლების მიერ შეთავაზებული საცხოვრებლით 23 ათას 433-მა პირმა ისარგებლა.