3 ოქტომბერს საწარმოებისთვის წლიური ანგარიშგებების წარდგენის ვადა იწურება

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
3 ოქტომბერს საწარმოებისთვის წლიური ანგარიშგებების წარდგენის ვადა იწურება
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

3 ოქტომბერს საწარმოებისთვის წლიური ანგარიშგებების წარდგენის ვადა იწურება

20 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/SIUhqo74R.webp

3 ოქტომბერს საწარმოებისთვის წლიური ანგარიშგებების წარდგენის ვადა იწურება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, სდპ-ები და ყველა კატეგორიის სუბიექტი წლიურ ანგარიშგებას სპეციალურ პორტალზე წარადგენს, არაუგვიანეს 1-ლი ოქტომბრისა.

თუმცა, ვინაიდან, მიმდინარე წელს, 1-ლი ოქტომბერი არასამუშაო დღეა, კანონის შესაბამისად, ყველა კატეგორიის სუბიექტმა 2021 წლის წლიური ანგარიშგება უნდა წარადგინოს 3 ოქტომბრის ჩათვლით.

„ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური (SARAS) ყოველწლიურად მართავს შეხვედრებს ყველა კატეგორიის საწარმოთა წარმომადგენლებთან, რათა მოხდეს საზოგადოების ინფორმირება, წარდგენის პროცესის გამარტივება და ხარისხის გაუმჯობესება.

წელს, სამსახურმა ჩაატარა წინასწარი გამოკითხვა, რომლის საფუძველზეც ქვეყნის 5 სხვადასხვა ქალაქში დაგეგმა სპეციალური შეხვედრები. დასავლეთ საქართველოში უკვე ჩატარდა ხუთი ამგვარი შეხვედრა.

22 სექტემბრიდან სამსახური შეხვედრებს აღმოსავლეთ საქართველოში გამართავს. ღონისძიების ფარგლებში, საწარმოს წარმომადგენლებს გადაეცემათ მე-4 კატეგორიის საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის თვითსწავლების სახელმძღვანელო, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაიბეჭდა.

ანგარიშგების წარდგენის პროცესის გამარტივებისთვის, სამსახურმა მოამზადა და ვებგვერდზე განათავსა ვიდეოინსტრუქციები: https://reportal.ge/ka/VideoBlog. ასევე, განახლდა „ხშირად დასმული კითხვების“ გვერდი: https://www.saras.gov.ge/ka/Faq#tab-audit-2.

აღსანიშნავია, რომ სუბიექტები უკვე 5 წელია ანგარიშგებას ანგარიშგების პორტალზე წარადგენენ. წარდგენის მაჩვენებელმა სდპ, I, II, III კატეგორიებისთვის - 95%, ხოლო IV კატეგორიის საწარმოების გათვალისწინებით 80% შეადგინა.

რეფორმის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) მეშვეობით, შეიქმნა ანგარიშგების პორტალი (www.reportal.ge) - პირველი საჯარო საინფორმაციო რესურსი, რომელიც საქართველოში არსებული სუბიექტების ფინანსურ და მმართველობის ანგარიშგებებს მოიცავს.

პორტალის მეშვეობით, საწარმოებს შეუძლიათ ფართო აუდიტორიას აჩვენონ რამდენად სანდო და სტაბილურია მათი ბიზნესი, მოიზიდონ ახალი, საქმიანი პარტნიორები. პორტალზე განთავსებული ინფორმაცია ინვესტორებს (როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე) სთავაზობს სანდო და გამჭვირვალე ინფორმაციას, რომელიც ბიზნესს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში უწყობს ხელს.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის რეფორმა 2016 წლიდან ხორციელდება და დაკავშირებულია კორპორატიული მართვის, სააღრიცხვო დისციპლინისა და ანგარიშგების სანდოობის ხარისხის ამაღლებასთან, კაპიტალური და ფინანსური ბაზრების განვითარებასა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასთან“,- ნათქვამია განცხადებაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო