500 Global-ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
500 Global-ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

500 Global-ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

9 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/aMBt_MmVg.webp

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორი 500 Global-ი რეგიონის მასშტაბით აქსელერაციის პროგრამის ახალ ტალღას იწყებს.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, პროგრამის ახალი ნაკადის მიღებაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ის 5 სექტემბრამდე გაგრძელდება. პროგრამაში რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://500.co/accelerators/500-georgia/apply

მათივე ცნობით, 500 Global-ის, რომელიც რეგიონში 500 Georgia-ს სახელით ხორციელდება, მთავარი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა. „საქართველოს ბანკის“, 500 Global- ისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის 4-წლიანი თანამშრომლობის შეთანხმება სულ რამდენიმე დღის წინ გაფორმდა. პროგრამა სტარტაპების საქართველოში გადამზადებას ითვალისწინებს. შესაბამისად, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, ქართულ და რეგიონში მოღვაწე სტარტაპებს განვითარებისა და მასშტაბირებისათვის დამატებითი შესაძლებლობები მიეცემათ.

ამასთან ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ აქსელერაციის პროგრამას 500 Global წელიწადში ორჯერ ჩაატარებს და დემო დღით დაასრულებს. ინტენსიური გადამზადების კურსში ჩაერთვებიან სტარტაპები მთელი მსოფლიოდან, ყოველი ნაკადის გამარჯვებული სტარტაპი კი 500 Global-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

„500 Global უნიკალური შესაძლებლობაა ადგილობრივი სტარტაპებისთვის, რომლის ფარგლებშიც შეძლებენ მსოფლიოს წამყვან მენტორებთან ერთად განავითარონ საკუთარი საქმიანობა. აქსელერაციის პროგრამის პირველი ორი ნაკადი რეგიონის ეკოსისტემისთვის უდიდესი წარმატება იყო. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული პარტნირობა სტარტაპერებს დაეხმარება აითვისონ ახალი შესაძლებლობები გლობალურ ბაზრებზე და გადავიდენ განვითარების ახალ ეტაპზე“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ბანკის ცნობით, მძლავრი გლობალური ვენჩერული კაპიტალის პლატფორმა 500 Global საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივითა და „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ჯერ კიდევ 2020-ში შემოვიდა.

„2020-2021 წლების პერიოდში 500 Global-მა საქართველოში აქსელერაციის ორი პროგრამა ჩაატარა 30-მდე ქართული და საერთაშორისო ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის. ოთხი მათგანი - CARDEAL, Cargon, Payze და Agrolabs - პროგრამის ფინალურ კომპონენტში მონაწილეობის მისაღებად სილიკონის ველზე გაემგზავრა, რამაც სტარტაპერებს ახალი კონტაქტების დამყარებისა და პოტენციურ ინვესტორებთან კომუნიკაციის უნიკალური შესაძლებლობა მისცა. 500 Global-მა ასევე ხელი შეუწყო ადგილობრივი სტარტაპების განვითარებასა და უცხოურ ბაზრებზე გასვლას. პროგრამის დასრულების შემდეგ ბევრი მათგანი გაფართოვდა და დაიწყო ფუნქციონირება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში, უზბეკეთსა და ინდოეთში.

ცნობისთვის, 500 Global არის გლობალური ვენჩერული კაპიტალის კომპანია, რომელიც 2010 წელს დაფუძნდა და ადრეულ ინვესტიციებს ახორციელებს სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ სტარტაპებში. დაარსების დღიდან 500 Global-მა მხარი დაუჭირა 2600-ზე მეტი კომპანიის 5000-ზე მეტ დამფუძნებელს, მსოფლიოს 81 ქვეყნის მასშტაბით. მისი პორტფოლიო შეიცავს $1 მილიარდის ღირებულების 45 და $100 მილიონზე მეტის ღირებულების 130-ზე მეტ კომპანიას. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს დაინტერესებულ მხარეებთან და კონსულტაციებს უწევს მთავრობებსა და კორპორაციებს შექმნან სამეწარმეო ეკოსისტემები სტარტაპების სწრაფი განვითარებისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო