6 მთავარი ცვლილება ახალი სასწავლო წლისთვის

ამბები
6 მთავარი ცვლილება ახალი სასწავლო წლისთვის
ამბები

6 მთავარი ცვლილება ახალი სასწავლო წლისთვის

2 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/jdpXHiM4g.jpeg

უკვე ცნობილია რამდენიმე სიახლე, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს 2022-2023 სასწავლო წელს შეეხებათ:

- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილების თანახმად, სკოლაში სწავლის დაწყებას ის 5 წლის მოსწავლეებიც შეძლებენ, ვისაც მიმდინარე წლის 01 ოქტომბრამდე 6 წელი უსრულდებათ;

- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, პირველი კლასის მოსწავლეები ჭადრაკს შეისწავლიან;

- X კლასის მოსწავლეები სწავლას ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებით გააგრძელებენ;

- ასევე X კლასში, ისტორიის საგანი გაიყო ორ ნაწილად და მოსწავლეები "ისტორიას" და "საქართველოს ისტორიას" ცალ-ცალკე საგნად შეისწავლიან;

- საშუალო საფეხურს დაემატა სავალდებულო პროექტებით სწავლება სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, მუსიკაში და სამოქალაქო განათლებაში. პროექტის შერჩევა ხდება მოსწავლესთან შეთანხმებით. პროექტი შეიძლება განხორციელდეს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად და მასზე მუშაობის ხანგრძლივობაა 1 სემესტრი. პროექტზე სამუშაოდ გამოყოფილია კვირაში 1 საათი. თუმცა, სკოლა (მასწავლებელი) მოსწავლესთან შეთანხმებით ადგენს პროექტზე მუშაობის გრაფიკს, სწავლების ფორმატს (მას შეიძლება არ ჰქონდეს მკაცრად განსაზღვრული 45 წუთიანი გაკვეთილის სახე), ის შეიძლება წარიმართოს კლუბური მუშაობის მსგავსად, იმ დოზით და იმ ფორმატით, რასაც მოსწავლის (ან კლასის) საჭიროება მოითხოვს;

- 2022-2023 სასწავლო წლიდან სკოლებში ეტაპობრივად დაიწყება ექიმის საათის დანერგვა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო