erimedia_ravk/PSHjCbZIg.jpeg

აჭარა World Travel Awards-ის დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონიისთვის ემზადება

ამბები
აჭარა World Travel Awards-ის დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონიისთვის ემზადება
ამბები

აჭარა World Travel Awards-ის დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონიისთვის ემზადება

erimedia_ravk/PSHjCbZIg.jpeg
29 სექ

დღეს, ბათუმში გაირკვევა რომელი ქვეყნები, ქალაქები და კომპანიები დასახელდება ევროპის წამყვან ტურისტულ მიმართულებებად თუ კომპანიებად და რომელი მათგანი აიღებს World Travel Awards-ის პრესტიჟულ ჯილდოს.

World Travel Awards-ის ნომინაციებზე წელს, ბათუმთან ერთად, ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ბულვარი არის წარდგენილი. ბათუმის ბოტანიკური ბაღი ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის ნომინაციაში მადრიდის, ედინბურგის, ბერლინის და სხვა ცნობილი, ევროპული ქვეყნების ბოტანიკურ ბაღებს უწევს კონკურენციას.

ბათუმის 10 კონკურენტს შორის კი წელს ვილნიუსი(ლიეტუვა), ლუბლიანა (სლოვენია), ბრაგა (პორტუგალია), მატერა (იტალია) და მლჯეტია (ხორვატია) წარმოდგენილი. რაც შეეხება ბულვარს, ის ევროპის წამყვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობის ნომინაციაზე ეიფელის კოშკის, საგრადა ფამილიას, კოლიზეუმის, ბუკინგების სასახლისა და აკროპოლისის გვერდითაა დასახელებული.

ტურიზმის „ოსკარი“ ბათუმმა პირველად 2019 წელს აიღო. გასულ წელს, კი World Travel Awards “-ის ევროპის ჯილდოს მოპოვების შემდეგ ბათუმმა ტურიზმის „ოსკარი“, უკვე როგორც მსოფლიოს სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ მოიპოვა. „World Travel Awards“-ის სხვადასხვა ნომინაციებში საქართველოდან რამდენიმე ტურისტული კომპანია, სასტუმრო, ეროვნული პარკი და კერძო კომპანიაა წარდგენილი.

ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილ ღონისძიებას „World Travel Awards“ საქართველო წელს პირველად მასპინძლობს. დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონიაზე სპეციალური შოუ პროგრამით ქართული კულტურა, ხელოვნება, ტრადიციები, ისტორია და სტუმარმასპინძლობა იქნება წარმოჩენილი. ღონისძიების ფარგლებში ბათუმს 24 ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის, მედიისა და ტურიზმის სამთავრობო უწყებების 300-მდე წარმომადგენელი ესტუმრა, მათ შორის პორტუგალიიდან, ხორვატიიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან აშშ-დან, ნორვეგიიდან, შვეიცარიიდან, გიბრალტარიდან და ნიდერლანდებიდან.

World Travel Awards-ს წელს 30 წელი უსრულდება, საიუბილეო გალა ცერემონიას კი ბათუმში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები და უცხოელი ბლოგერები ესწრებიან, მათ შორის იქნებიან Euronews, BBC-ის, Wanderlust-ის, Emerging Europe-სა და EarthPix-ის ხელმძღვანელი პირები.

ღონისძიების სტუმრებისთვის დაგეგმილია რეგიონის და ქვეყნის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის, ტრადიციების, ქართული სტუმარმასპინძლობის ჩვენება და პრეზენტაცია. გაცნობითი ტურების ფარგლებში სტუმრებისთვის ჩატარდება საინტერესო ტურები, მასტერკლასები და დეგუსტაციები. მათ ასევე ექნებათ საშუალება გაეცნონ ქართულ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას. სპეციალურად მათთვის გაიმართება ქართული ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის შოუები. პროგრამის ფარგლებში სტუმრები მოინახულებენ ბათუმის ძველ და ახალ ნაწილს, ბათუმის უნიკალურ ბოტანიკურ ბაღს, VI საუკუნის პეტრას ციხეს, მტირალას ეროვნულ პარკს, გონიოს ციხეს, მთიან აჭარას და რეგიონის სხვა ღირსშესანიშნაობებს.

World Travel Awards დაჯილდოება 1993 წლიდან სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ყველა სექტორში საუკეთესო მიმართულებებისა და კომპანიების გამოვლენისა და დაჯილდოების მიზნით იმართება. ჯამში, დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
მედიის ცნობით, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, სად გაივლის სახელმწიფო საზღვარი
წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ისრაელისთვის 26,4 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის გამოყოფას
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას დაუჭირა მხარი
დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე ნიუ იორკში სასამართლო პროცესი დაიწყო
ისრაელის მედია - ომის კაბინეტმა ირანის წინააღმდეგ მკაფიო და ძლიერი პასუხის გადაწყვეტილება მიიღო
Სარეკლამო
ისრაელის მედია - ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა
საფრანგეთის ხელისუფლებამ ირანიდან დიპლომატების ოჯახის წევრების ევაკუაციის განკარგულება გასცა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ისრაელი ღაზაში ჩაგვრისთვის საფასურს გადაიხდის
გიორგი აბდალაძე - ვტოვებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც სამშობლოს ემსახურება
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოუწერია
მეტის ჩვენება
Სარეკლამო