აჭარის მთიანეთში სახალხო დღესასწაული „შუამთობა" აღინიშნა

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
აჭარის მთიანეთში სახალხო დღესასწაული „შუამთობა" აღინიშნა
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

აჭარის მთიანეთში სახალხო დღესასწაული „შუამთობა" აღინიშნა

6 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/5XRbb9z4R.webp

მაღალმთიან აჭარაში, კურორტ ბეშუმში შუამთობის სახალხო დღესასწაული გაიმართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

თორნიკე რიჟვაძემ მოწვეულ სტუმრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შუამთობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ მთის განვითარება მთავრობის პრიორიტეტად რჩება.

„მინდა ყველას მოგილოცოთ შუამთობის დღესასწაული, ეს მართლაც ჩვენი ძირძველი ტრადიცია, ჩვენი ბებიების და ბაბუების უდიდესი პატივისცემა და ჩვენი პატარების -მომავალი თაობის სიხარული. შარშან, როცა ობიექტური მიზეზებით არ მოგვეცა შუამთობის აღნიშვნის საშუალება, მოგეცით პირობა, რომ წელსб კიდევ უფრო დიდი მასშტაბით, კიდევ უფრო დიდ ზეიმს მოვაწყობდით. დღეს, როცა ამ ყველაფერს ვხედავ დავრწმუნდი, რომ ჩვენი სიტყვა შესრულებულია.

მინდა განსაკუთრებით მივულოცო დღევანდელი დღე მემთეურებს, რომლებიც თავისი შრომით, თავისი კეთილსინდისიერებით ეხმარებიან ბარის გაძლიერებას. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მათ ამ მძიმე, თუმცა დასაფასებელი შრომისთვის. და ასევე გითხრათ, რომ მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ მთა გაძლიერდეს და ის პროექტები, რომლებსაც ჩვენ ვპირდებით ხალხს ყველაფერი იქნება ბოლომდე მიყვანილი. ვიცი, რომ ეს მოლოდინი ცოტათი გაჭიანურდა, მაგრამ აუცილებლად ჩვენვე მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე. ეს იქნება ახალი გზა, ეს იქნება გაზიფიცირება თუ მაღალმთიანი აჭარის კიდევ უფრო გაძლიერება.

ასევე მსურს გადმოგცეთ ჩვენი ქვეყნის მეთაურის, ბატონი პრემიერ-მინისტრის მოლოცვა. კიდევ ერთხელ გისურვოთ მრავალი შუამთობა, მოგილოცოთ, და თქვენ და თქვენს ოჯახებს ბევრი სიხარული გისურვოთ. გაგიმარჯოთ“, - აღნიშნა აჭარის მთავრობის მეთაურმა.

სახალხო დღესასწაული უხუცესთა ანსამბლმა ,,ბერმუხამ" გახსნა. ღონისძიება კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც ქართული ესტრადის ვარსკვლავებთან ერთად, ადგილობრივი ფოლკლორული და შემოქმედებითი კოლექტივები მონაწილეობდნენ.

საკონცერტო ნაწილის შემდეგ, გაიმართა სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდში, ქართულ ჭიდაობაში და დოღში.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საბავშვო აქტივობები, სპეციალური ინსტალაციები, დეკორაციები, კვების ობიექტები. მუნიციპალიტეტის ხეობების მიხედვით მოწყობილ ეთნოგრაფიულ კუთხეებში ტრადიციული კერძების, რეწვის ნიმუშების, ძველი საყოფაცხოვრებო ნივთების გამოფენა/გაყიდვა გაიმართა. სტუმრებმა ადგილზე დააგემოვნეს აჭარული ტრადიციული კერძები,

„შუამთობა" უძველესი სახალხო დღესასწაული, რომელიც ტრადიციულად აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას ტარდება. მასში მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა მონაწილეობს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო