ადგილობრივი წარმოების ხილში, ბოსტნეულსა და ბაღჩეულში პესტიციდების შემცველობა არ ფიქსირდება

ამბები/ წყარო: imedinews.ge
ადგილობრივი წარმოების ხილში, ბოსტნეულსა და ბაღჩეულში პესტიციდების შემცველობა არ ფიქსირდება
ამბებიწყარო: imedinews.ge

ადგილობრივი წარმოების ხილში, ბოსტნეულსა და ბაღჩეულში პესტიციდების შემცველობა არ ფიქსირდება

27 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/Pi-xu1WVR.jpeg

მიმდინარე წელს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პესტიციდების ნარჩენების შემცველობაზე შესამოწმებლად, სარეალიზაციო ობიექტებიდან ადგილობრივი წარმოების ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის 108 ნიმუში აიღო. ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად, პესტიციდების შემცველობა არცერთ ნიმუშში არ გამოვლენილა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ტესტირება ჩატარდა 68 მოქმედ ნივთიერებაზე, მათ შორის, ქლორორგანულ და ფოსფორორგანულ, ასევე, დითიოკარბამატულ პესტიციდებზე.

„გამოკვლეულია ხილისა (ატამი, ვაშლი, ვაშლატამა) და კენკროვნების 44 ნიმუში, ბოსტნეულის (კარტოფილი, კიტრი, პომიდორი) 13 და ბაღჩეულის (საზამთრო, ნესვი) 51 ნიმუში. სურსათში პესტიციდების ნარჩენების დონე რეგულირდება „მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათ(ზე)ში/ცხოველის საკვებ(ზე)ში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“, რომელიც საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის №623 დადგენილებით არის დამტკიცებული.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, სურსათის ნიმუშებში პესტიციდების შემცველობა არ დაფიქსირებულა, რაც ფერმერთა ინფორმირებულობის გაზრდის და სურსათის ეროვნული სააგენტოს გააქტიურებული სახელმწიფო კონტროლის შედეგია.

2022 წელს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით, სააგენტოს მიერ დაგეგმილია არაცხოველური წარმოშობის სურსათის 236 და ცხოველური წარმოშობის სურსათის 102 ნიმუშის (სულ 338 ნიმუში) ლაბორატორიული ტესტირება“, - აღნიშნავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო