აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ ისრაელი სირიაში ირანის საკონსულოზე თავდასხმის გამო დაისჯება
ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, სირიაში ირანის საკონსულოზე თავდასხმის გამო ისრაელი უნდა დაისაჯოს და დაისჯება კიდეც. ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა ისრაელისთვის ე.წ. მწვანე შუქის ანთების გამო აშშ-ი დაადანაშაულა.
აიათოლა ალი ხამენეის განცხადებას გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი. ისრაელ კაცის თქმით, თუ ირანი ისრაელს თავს დაესხმება, ამას საპასუხო რეაგირება მოჰყვება.
„ირანი თავისი ტერიტორიიდან თუ დაგვესხმება თავს, ისრაელი უპასუხებს და დაარტყამს მას“, – წერს ისრაელ კაცი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, პირველ აპრილს საჰაერო თავდასხმის შედეგად მთლიანად განადგურდა დამასკოში მდებარე ირანის საკონსულოს შენობა. შედეგად დაიღუპა შვიდი ირანელი მაღალჩინოსანი და სირიის ექვსი მოქალაქე.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო