აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის საკვანძო პრინციპმა ამ დრომდე ყველაზე მკაცრი ტესტი წარმატებით გაიარა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის საკვანძო პრინციპმა ამ დრომდე ყველაზე მკაცრი ტესტი წარმატებით გაიარა
ამბებიწყარო: 1tv.ge

აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის საკვანძო პრინციპმა ამ დრომდე ყველაზე მკაცრი ტესტი წარმატებით გაიარა

15 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/dLVyGWnVg.jpeg

აინშტაინის ფარდობითობის ზოგადმა თეორიამ ახლახან ამ დრომდე ყველაზე მკაცრი ტესტი ჩააბარა.

სპეციალურად შექმნილი თანამგზავრის გამოყენებით, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა დედამიწის ორბიტაზე თავისუფალ ვარდნაში მყოფი ორი ობიექტის აჩქარება გაზომა. ხუთი თვის მონაცემებზე დაყრდნობით მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ აჩქარებები ერთმანეთისგან 1015-ის ერთზე მეტი ნაწილით არ განსხვავდება, რაც სუსტი ეკვივალენტობის პრინციპის ნებისმიერ დარღვევას გამორიცხავს ასეთ მასშტაბზე.

erimedia_ravk/hGysMW74R.jpeg

სუსტი ეკვივალენტობის პრინციპი შედარებით მარტივად დასაკვირვებელია და ბრძანებს, რომ ყველა ობიექტი, მიუხედავად მათი მასისა და შემადგენლობისა, იდენტურად ჩქარდება ერთნაირ გრავიტაციულ ველში, როდესაც მათზე სხვა რაიმე არ ზემოქმედებს.

ამ დრამატული ეფექტის ალბათ ყველაზე ცნობილი დემონსტრირება 1971 წელს მოხდა, როდესაც მთვარის ზედაპირზე მდგარმა ასტრონავტმა დეივ სკოტმა ერთნაირი სიმაღლიდან, ერთდროულად ჩამოაგდო ჩაქუჩი და ბუმბული. რადგან ჰაერის წინაღობა ბუმბულს არ ანელებდა, ორივე ობიექტი მთვარის ზედაპირზე ერთნაირი სიჩქარით ჩავარდა.

ახალი ექსპერიმენტი, სახელად MICROSCOPE, რომელსაც ახლახან გარდაცვლილი ფიზიკოსი პიერ ტუბული ხელმძღვანელობდა, გაცილებით უფრო მკაცრი იყო, ვიდრე სკოტის მიერ მთვარეზე ჩატარებული დემონსტრირება. მასში ჩართული იყო ხელოვნური თანამგზავრი, რომელიც დედამიწის გარშემო 2016 წლის 25 აპრილიდან დეაქტივაციამდე, 2018 წლის 18 ოქტომბრამდე მოძრაობდა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო