აქციის მონაწილეების ნაწილმა გმირთა მოედნიდან მსვლელობით მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადაინაცვლა, ნაწილი კი ჭავჭავაძის გამზირისკენ გაემართა
აქციის მონაწილეების ნაწილმა, რომლებიც გმირთა მოედანზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მესამე მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ, მსვლელობით მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადაინაცვლა.
“მეტი ტერიტორია უნდა მოვიცვათ და ყველას გავაგებინოთ, რომ ვერ გაგვარუსებენ. ჩვენ ვართ საქართველო!
არ აყვეთ შესაძლო პროვოკაციებს, იყავით მშვიდად. გახსოვდეთ, რომ სასწრაფოს ყველა მანქანას ვუთმობთ გზას", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
გარდა ამისა, აქციის მონაწილეების კიდევ ერთი ნაწილი მსვლელობით ჭავჭავაძის გამზირისკენ გაემართა და ამ ეტაპზე, სატრანსპორტო მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირზეც შეზღუდულია.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო