22 აგვისტო, 2022
კონსტანტინე მალოფეევი თავის „ტელეგრამ" არხში მიმართვას ავრცელებს:
„ჩემი მეგობარი, ალექსანდრე დუგინი მადლობას უხდის ყველას, ვინც მისი ქალიშვილის, დარიას დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა. მან მე შემდეგი ტექსტის გამოქვეყნება მთხოვა:
- მოგეხსენებათ, ტერაქტის შედეგად, რომელიც უკრაინული ნაცისტური რეჟიმის მიერ იყო მოწყობილი, 20 აგვისტოს, მოსკოვის მახლობლად გამართული ფესტივალი "ტრადიცია"-დან დაბრუნებისას, მანქანის აფეთქების დროს, ჩემს თვალწინ სასტიკად მოკლეს ჩემი ქალიშვილი, დარია დუგინა. ის იყო არაჩვეულებრივი მართლმადიდებელი ქალი, პატრიოტი, სამხედრო კორესპონდენტი, ექსპერტი წამყვან არხებზე, ფილოსოფოსი. მისი გამოსვლები და რეპორტაჟები ყოველთვის იყო სიღრმისეული, დასაბუთებული და თავშეკავებული. ის არასოდეს მოუწოდებდა ძალადობისა და ომისკენ.
ის იყო თავისი გზის დასაწყისში მყოფი ამომავალი ვარსკვლავი. რუსეთის მტრებმა ის ვერაგულად, მალულად მოკლეს... მაგრამ ჩვენ, ჩვენს ხალხს ასეთი გაუსაძლისი დარტყმებითაც კი ვერ გატეხენ. მათ ჩვენი ნების ჩახშობა სურდათ ჩვენს შორის საუკეთესოსა და ყველაზე დაუცველის მიმართ განხორციელებული სისხლიანი ტერორით, მაგრამ, ისინი ამას ვერ მიიღებენ.
ჩვენი გული უფრო მეტისაკენ ისწრაფვის, ვიდრე უბრალო შურისძიებაა. ეს ზედმეტად მდაბიო საქციელი იქნებოდა და რუს ადამიანს არ შეშვენის. ჩვენ მხოლოდ ჩვენი გამარჯვება გვსურს. მის სამსხვერპლოზე კი თავისი ცხოვრება ჩემმა ახალგაზრდა ქალიშვილმა დადო. ასე რომ, გთხოვთ, გაიმარჯვეთ!
ჩვენ გვსურდა ის ჭკვიან და გმირ ადამიანად აღგვეზარდა. დაე, ახლა ჩვენი სამშობლოს შვილებს მისი მაგალითი შთააგონებდეს. დარია დუგინასთან (პლატონოვა) გამომშვიდობება - სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება 23 აგვისტოს, ტელეცენტრ „ოსტანკინოში“, დილის 10:00 საათზე.“
შეგახსენებთ, რომ დარია დუგინა 20 აგვისტოს საღამოს დაიღუპა. მანქანა, რომელსაც ის მართავდა, მოსკოვის ოლქში, ოდინცოვოს რაიონში, მოჟაისკის გზატკეცილზე აფეთქდა. წინასწარი ვერსიით, მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.