erimedia_ravk/0gJErpPSR.jpeg

ალექსანდრ ლიტვინენკო - უკრაინა აცნობიერებს, რომ ომი მოლაპარაკებებით დასრულდება, ამიტომ მომზადდა ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულა

ამბები
ალექსანდრ ლიტვინენკო - უკრაინა აცნობიერებს, რომ ომი მოლაპარაკებებით დასრულდება, ამიტომ მომზადდა ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულა
ამბები

ალექსანდრ ლიტვინენკო - უკრაინა აცნობიერებს, რომ ომი მოლაპარაკებებით დასრულდება, ამიტომ მომზადდა ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულა

erimedia_ravk/0gJErpPSR.jpeg
20 მაი

უკრაინა აცნობიერებს, რომ ომი მოლაპარაკებებით დასრულდება, ამიტომ მომზადდა ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულა, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსანდრ ლიტვინენკომ განაცხადა.

ლიტვინენკომ ბალტიის ზღვის რეგიონის ფორუმის „ნატო 2024 და არქტიკული ევროპა“ მონაწილეებს მიმართა.

„უკრაინა მკაფიოდ აცნობიერებს, რომ ომი მოლაპარაკებებით დასრულდება. ამიტომ მომზადდა პრეზიდენტ ზელენსკის მშვიდობის ფორმულა, რომლის წინ წაწევა ხდება. ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია და დარწმუნებული ვარ, მას მხარს დაუჭერენ შვეიცარიაში 2024 წლის ივნისში დაგეგმილი მშვიდობის სამიტის მონაწილეები. ეს არის ნამდვილი დიპლომატიური გზა, რომელსაც აქვს ყველა შანსი, ხელი შეუწყოს სამართლიანი მშვიდობის მიღწევას“, – განაცხადა ლიტვინენკომ.

ამასთან, ლიტვინენკომ აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება არა ორწლიანი ზავი, არამედ მდგრადი მშვიდობა ათწლეულების განმავლობაში, რაც უკრაინის განვითარებას შესაძლებელს გახდიდა. ლიტვინენკომ ასევე იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე უკრაინას ალიანსში მიიწვევენ.

„ჩვენ გვესმის, რომ გაწევრიანება არ მოხდება ხვალ, თუმცა მოწვევაც კი რუსეთში ბევრ ცხელ თავებს გააგრილებს. ეს ხელს შეუწყობს დეესკალაციას და არ გახდება კონფრონტაციული ნაბიჯი. 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გამოცდილებამ მკაფიოდ დაადასტურა – პუტინთან ურთიერთობებში მკაფიო სიზუსტე ასტაბილურებს სიტუაციას, მისი არარსებობა კი, რუსეთის აგრესიულ ნაბიჯებს პროვოცირებას უწევს“, – განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო