ალექსანდრე დარახველიძე - საქართველოს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ის მონაპოვარი, რაც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო უვიზო მიმოსვლის მიმართულებით, მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ალექსანდრე დარახველიძე - საქართველოს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ის მონაპოვარი, რაც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო უვიზო მიმოსვლის მიმართულებით, მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ალექსანდრე დარახველიძე - საქართველოს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ის მონაპოვარი, რაც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო უვიზო მიმოსვლის მიმართულებით, მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული

12 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/eSi_DuG4g.jpeg

"თითოეული ჩვენგანის და ჩვენი მოქალაქის ვალია, რომ უვიზო მიმოსვლის მონაპოვარს მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ და არ დავუშვათ თუნდაც ის მცირედი გადაცდომები, რომლებიც ამ მიმართულებით არსებობს - 3 000-ზე მეტ მოქალაქეს ევროპის ქვეყნებში შესვლა უკვე შეეზღუდა", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების მიზნით დგამს.

„რა თქმა უნდა, საქართველოს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ის მონაპოვარი, რაც ჩვენმა ქვეყანამ უვიზო მიმოსვლის მიმართულებით მიიღო, მაქსიმალურად იქნას შენარჩუნებული, რომ რაიმე კითხვის ნიშანი ამ კუთხით არ არსებობდეს.

რაც შეეხება გადადგმულ ნაბიჯებს - პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ატაშეების ქსელი გავაფართოვეთ და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეები უკვე 19 ქვეყანას ფარავს. ასევე, კრიმინალიზებული გახდა ორგანიზებულად საქართველოდან პირის, მიგრანტის გაყვანა იმისათვის, რომ ვთქვათ, ევროპაში უსაფუძვლოდ დარჩეს და გარკვეული ტიპის ბენეფიტები მიიღოს.

ჩვენ აეროპორტებში გასვლის კონტროლის სისტემა ავამოქმედეთ, რაც გულისხმობს, რომ ჩვენი ოფიცრები ადგილზევე ამოწმებენ იმ საბუთებს, რაც ევროპის აეროპორტებში უნდა შემოწმდეს და თუ ადგილი აქვს დარღვევას დოკუმენტებში, ანუ, პირს გარკვეული აკრძალვები აქვს, ბუნებრივია, მისი რეისიდან მოხსნა ხდება და მისი გამგზავრება ევროპაში აღარ ხორციელდება. 3 000-ზე მეტ მოქალაქეს ევროპის ქვეყნებში შესვლა უკვე შეეზღუდა.

გარდა ამისა, აქტიურად ვთანამშრომლობთ „ფრონტექსთან“ და „ფრონტექსის“ ოფიცრები ჩვენს აეროპორტებში, ჩვენს კოლეგებთან ერთად აქტიურად მუშაობენ იმისათვის, რომ ნებისმიერ ტიპის ხარვეზი, თუ ასეთი იქნება და არსებობს ეჭვები, რომ შესაძლოა, პირი იმ სიკეთეებს, რაზეც საუბარი იყო, არასწორი მიზნებისათვის იყენებდეს, დროულად გამოსწორდეს“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო