erimedia_ravk/xQOKrNS4R.jpeg

ალექსანდრე დარახველიძე: ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან საქართველოს კავშირი არ აქვს

ამბები
ალექსანდრე დარახველიძე: ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან საქართველოს კავშირი არ აქვს
ამბები

ალექსანდრე დარახველიძე: ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან საქართველოს კავშირი არ აქვს

erimedia_ravk/xQOKrNS4R.jpeg
12 ოქტ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ რუსეთის სპეცსამსახურების ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ქართულ მხარეს აღნიშნულ საკითხთან შემხებლობა არ აქვს.

„საქართველოს აღნიშნულ საკითხთან არანაირი შემხებლობა არ აქვს, როგორც ტრანზიტული, ასევე არატრანზიტული ტვირთები საქართველოში გადის საბაჟო კონტროლს, და მსგავსი საეჭვო ფაქტი არ დაფიქსირებულა“. - აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის („ეფესბე“) განცხადებით, ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების უკან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო და მისი ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი დგას. „ეფესბეს“ განცხადებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ოდესის პორტიდან ბულგარეთში გაიგზავნა, შემდეგ კი ბულგარეთის ქალაქ რუსედან ჯერ ფოთის პორტში, შემდეგ კი ერევანში ჩავიდა. 3 ოქტომბერს ერევანში ტვირთს საბუთები შეუცვალეს, რის შემდეგაც საქართველოში დარეგისტრირებული სატვირთო ავტომობილით 4 ოქტომბერს ზემო ლარსის საბაჟო პუნქტის გავლით რუსეთში ჩაიტანეს. საქმეზე უკვე დაკავებულია რუსეთის ხუთი, უკრაინის ორი და სომხეთის ერთი მოქალაქე. „ეფესბეს“ მტკიცებით, ტვირთის გადაადგილების მომზადებაში ასევე საქართველოს ორი მოქალაქეც მონაწილეობდა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო