ალექსანდრე ხვთისიაშვილი ერმანიის აღმოსავლეთ ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

ამბები
ალექსანდრე ხვთისიაშვილი ერმანიის აღმოსავლეთ ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
ამბები

ალექსანდრე ხვთისიაშვილი ერმანიის აღმოსავლეთ ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

5 ოქტ

erimedia_ravk/ygLGAP4VR.jpeg

2022 წლის 4 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, შეხვედრა გამართა გერმანიის აღმოსავლეთ ბიზნეს ასოციაციის (German Eastern Business Association) წარმომადგენლებთან, რომლის შემადგენლობაში იყვნენ 18 მსხვილი გერმანული კომპანიის წარმომადგენლები, მათ შორის ლოგისტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ფარმაცევტიკის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

მინისტრის მოადგილე მიესალმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და გამოთქვა მზადყოფნა ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით თანამშრომლობისთვის. ყურადღება გამახვილდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევაზე.

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა დელეგაციის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოსა და ბიზნეს შესაძლებლობების შესახებ. ხაზი გაესვა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს საქართველოსა და ევროკავშირს, ჩინეთსა და რეგიონის ქვეყნებს შორის, რაც ინვესტორებისთვის ქმნის ხელსაყრელ პირობებს მსოფლიო წამყვან ბაზარზე თავისუფალი წვდომისთვის.

აღინიშნა, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, მიმდინარე წელს საქართველოს უპრეცედენტოდ მაღალი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც ქვეყნის გონივრული და სწორი პოლიტიკის შედეგია.

ხაზი გაესვა ლოგისტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით საქართველოს პოტენციალს და ამ სფეროში უცხოელი ინვესტორების მზარდ ინტერესს.

დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს მზაობა მომავალი თანამშრომლობისთვის.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო