ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქის ინიციატივით კაიროში წმინდა ნინოს სახელობის სამლოცველო აიგო

ამბები/ წყარო: patriarchate.ge
ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქის ინიციატივით კაიროში წმინდა ნინოს სახელობის სამლოცველო აიგო
ამბებიწყარო: patriarchate.ge

ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქის ინიციატივით კაიროში წმინდა ნინოს სახელობის სამლოცველო აიგო

26 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/CjbYbfWVg.jpeg

ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპისა და პატრიარქის თეოდორე II-ის კურთხევითა და ინიციატივით, ძველი კაიროს ბერძნული სასაფლაოს წმიდა გიორგის სახელობის საპატრიარქო მონასტერში, ღვთისმშობლის ტაძრის მოპირდაპირედ, გამოიყო ადგილი მოციქულთასწორისა და ქართველთა განმანათლებლის, წმ. ნინოს სახელობის სამლოცველოსთვის, რომლის მშენებლობაც უკვე დასრულდა; კურთხევა კი ოქტომბრის თვეში განხორციელდება, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

"აღნიშნული ინფორმაცია მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) მოგვაწოდა. ჩვენი მხრიდან გვსურს, დიდი მადლობა გადავუხადოთ ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის უნეტარეს პაპსა და პატრიარქ თეოდორეს, რომელმაც ამ აქტით გამოხატა თავისი სიყვარული და პატივისცემა  საქართველოს ეკლესიისადმი.ვფიქრობთ, ეს სამლოცველო  დიდ სიხარულს მიანიჭებს ქართველ მომლოცველთ, რომლებიც ხშირად სტუმრობენ ეგვიპტეს, განსაკუთრებით კი წმიდა გიორგის სახელობის საპატრიარქო ტაძარს, რათა თაყვანი სცენ წმიდა გიორგის სასწაულმოქმედ ხატს," - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.

erimedia_ravk/VNTyxBWVg.jpeg
ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო