erimedia_ravk/EJ5p_yESg.jpeg

ალექსეი გონჩარენკო - ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, შეგვიძლია, საქართველოში წავიდეთ, ქართველებო, იბრძოლეთ თავისუფლებისთვის

ამბები
ალექსეი გონჩარენკო - ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, შეგვიძლია, საქართველოში წავიდეთ, ქართველებო, იბრძოლეთ თავისუფლებისთვის
ამბები

ალექსეი გონჩარენკო - ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, შეგვიძლია, საქართველოში წავიდეთ, ქართველებო, იბრძოლეთ თავისუფლებისთვის

erimedia_ravk/EJ5p_yESg.jpeg
24 მაი

საქართველოს ბელარუსიზაცია ხდება. შემდეგი ნაბიჯი იქნება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია, ზუსტად ისე, როგორც ეს ბელარუსთან მოხდა – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გონჩარენკოს თქმით, რეალობა ძალიან მკაფიოა.

„საქართველოს წარმომადგენლის მხრიდან ბევრი ტყუილი მოვისმინე, მათ შორის სპიკერისგან. რეალობა ძალიან მკაფიოა. საქართველოს ბელარუსიზაცია ხდება. შემდეგი ნაბიჯი იქნება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია, ზუსტად ისე, როგორც ეს ბელარუსთან მოხდა. ჩვენ აქ ვართ ბელარუსიიდან სულ რაღაც 25 კილომეტრში და თუ გვინდა, ვიხილოთ კიდევ ერთი ახალი ლუკაშენკო, კიდევ ერთი ახალი რეჟიმი, რომელიც იწყება სამოქალაქო საზოგადოებაზე იარლიყის მიწებებით, სტიგმატიზაციით, მერე არჩევნების გაყალბებით, ოპოზიციონერების მოკვლით, დაპატიმრებით. შემდეგ ჩვენ უბრალოდ ვიტყვით, ო, კიდევ ერთი ოპოზიციონერი მოკლეს, კიდევ ათი მოკლეს, კიდევ ასობით არის ციხეში, კიდევ ერთი ქვეყანა აღარ არის ევროპულად, არამედ ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

ჩვენ ან უბრალოდ უნდა ვისაუბროთ, ან უნდა ვიმოქმედოთ. ეს არის, რაც უნდა გავაკეთოთ. რისი გაკეთება შეგვიძლია? ეს არის კითხვა. ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საქართველოს ნამდვილი მფლობელია, სამწუხაროდ, ახლა პუტინის ენაზე გადადის. ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა საქართველოში, რომ რუსეთი არ დასხმია თავს საქართველოს 2008 წელს. რუსეთი არ ყოფილა, ვინც თავს დაესხა უკრაინას 2014 და 2022 წლებში, ეს არის გლობალური ომის პარტია, ეს ჩვენ ვართ. ეს ვენეციის კომისიაა, რომელმაც თქვა, რომ კანონი სისულელეა და საერთოდ არაა კანონი. ეს ყველა ჩვენგანი ვართ, ვისაც გვსურს, ვიხილოთ საქართველო აყვავებული, თავისუფალი, ევროპული. ჩვენ ვართ ომის პარტია, პუტინი კი დიდებულია, რადგან პუტინი ივანიშვილის ნამდვილი მეგობარია. ეს არის რეალობა, რომელიც დღეს გვაქვს“, – განაცხადა გონჩარენკომ.

ამასთან, გონჩარენკომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიმართა:

„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. დიახ, შეგვიძლია იქ წავიდეთ. პრეზიდენტო, თქვენ არ უნდა წახვიდეთ იქ მარტო ან მხოლოდ გენერალურ მდივანთან, გენერალური მდივნის მოადგილესთან ერთად. წაგვიყვანეთ ყველა თქვენთან ერთად – კომიტეტის წევრები, საიდანაც, ვფიქრობ, ბევრი ჩვენგანი მზადაა, წამოვიდეს, რათა ვისაუბროთ, ქართველი ხალხი ამას იმსახურებს. შემდეგში – სანქციები, შემდეგში – ძალა, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ივანიშვილს და ე.წ. ქართულ ოცნებას, რადგან, სამწუხაროდ, ის ქართული არ არის, უფრო მეტად რუსულ ოცნებას ჰგავს. მიუღებელია, რასაც აკეთებენ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს. მინდა, მივმართო ქართველებს, ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ძმებო, საქართველოს გაუმარჯოს, ქართველებო, იბრძოლეთ თავისუფლებისთვის. დიდება საქართველოს“, – მიმართა გონჩარენკომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
საფრანგეთის პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატთა ჯგუფი საგარეო ჩარევის შესახებ კანონპროექტის ტექსტზე შეთანხმდა
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - იტალია უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოყენებას არ დაუშვებს
გერმანია უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მათ მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენების უფლებას აძლევს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოდან გაწერეს
ვიქტორ ორბანი - ნატო ყოველ კვირას სულ უფრო უახლოვდება ომს
Სარეკლამო
„როიტერი“ - ჩინეთი შვეიცარიაში, ივნისში დაგეგმილ უკრაინის სამშვიდობო სამიტს არ შეუერთდება, რადგან მხარს უჭერს რუსეთის და უკრაინის თანასწორ მონაწილეობას
ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო
თეთრი სახლის ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჯო ბაიდენი 8 ივნისს საფრანგეთში ჩავა
„პოლიტიკო“ - ჯო ბაიდენმა უკრაინას ფარულად მისცა უფლება, აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს, თუმცა მხოლოდ ხარკოვის მახლობლად
საფრანგეთში დეპუტატები უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონის ტექსტზე შეთანხმდნენ
მეტის ჩვენება
Სარეკლამო