ალექსეი რეზნიკოვი - ომის ყველაზე ცუდი სცენარი უკვე უკან მოვიტოვეთ

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ალექსეი რეზნიკოვი - ომის ყველაზე ცუდი სცენარი უკვე უკან მოვიტოვეთ
ამბებიწყარო: 1tv.ge

ალექსეი რეზნიკოვი - ომის ყველაზე ცუდი სცენარი უკვე უკან მოვიტოვეთ

24 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/sY9AlvWVR.jpeg

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი მიიჩნევს, რომ უკრაინამ უკვე გადალახა ის ზღვარი, როცა ომის ყველაზე „ცუდი სცენარი“ იყო მოსალოდნელი. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

შეკითხვაზე, შედის თუ არა რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხში, რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ ყველაზე ცუდი სცენარი უკვე უკან ჩამოიტოვა და ის მიიჩნევს, რომ ქვეყანა ომის ახალ ეტაპთან დგას, რადგანაც სხვა მიმართულებით იწყებს კონტრშეტევებს.

„ჩვენ ბრძოლის ველზე სტაბილიზაციის ეტაპზე ვართ, ქვედანაყოფების მცირე გადაადგილებით შევქმენით კარგი შემაკავებელი გარემოებები“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთთან ომში უკრაინისთვის ყველაზე სახიფათო საერთაშორისო საზოგადოების „დაღლის სინდრომია“.

„მე ამას ვეძახი „დაღლის სინდრომს“ და ჩემთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საფრთხეა. ჩვენ გვჭირდება, რომ ვიმუშაოთ ამ საფრთხის წინააღმდეგ. უნდა ვისაუბროთ, როგორც ახლა მე თქვენ გესაუბრებით, ვთხოვოთ ადამიანებს, არ დაიღალონ, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან, ძალიან სახიფათოა“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო