ამერიკის მოქალაქე, ბიზნესმენი ზურა ლეჟავა აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს მიმართავს

ამბები/ წყარო: imedinews.ge
ამერიკის მოქალაქე, ბიზნესმენი ზურა ლეჟავა აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს მიმართავს
ამბებიწყარო: imedinews.ge

ამერიკის მოქალაქე, ბიზნესმენი ზურა ლეჟავა აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს მიმართავს

26 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/pSum4oW4R.jpeg

,,თქვენო აღმატებულებავ კელი დეგნან, მოგმართავთ როგორც ამერიკის მოქალაქე და დაბადებით ქართველი - ამიტომ ორმაგად გულშემატკივარი ამერიკის და საქართველოს სტრატეგიული, მეგობრული ურთიერთობის და დაახლოების,” - ასე მიმართავს ამერიკის მოქალაქე, ბიზნესმენი ზურა ლეჟავა აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს.

როგორც ლეჟავა წერს, ელჩის ქმედება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ იგი საქართველოს აღიქვამს არა როგორც მეგობარს და მოკავშირეს, არამედ როგორც აქტივს. მისი აზრით დეგნანის ქმედებები მნიშვნელოვნად აზიანებს ქართველების თვალში ამერიკის და დასავლეთის იმიჯს.

,,თქვენო აღმატებულებავ კელი დეგნან, მოგმართავთ როგორც ამერიკის მოქალაქე და დაბადებით ქართველი - ამიტომ ორმაგად გულშემატკივარი ამერიკის და საქართველოს სტრატეგიული, მეგობრული ურთიერთობის და დაახლოების. მინდა გითხრათ, რომ თქვენ როგორც სახელმწიფო მოხელეს და ასევე იმ სახელმწიფო მოხელეებს რომლებიც საქართველოსთან მიმართებაში უსამართლო და უპატიოსნო ქმედებებს გავალებენ აუცილებლად მოგეთხოვებათ პასუხი ამერიკელი ხალხისგან, რომელმაც დაგიქირავათ თქვენი საქმის პატიოსნად კეთებისთვის და რაც მთავარია ამერიკის ინტერესების დასაცავად. რასაც თქვენ აკეთებთ კი ამის საწინააღმდეგოა - აზიანებთ ამერიკის და დასავლეთის რეპუტაციას და იმიჯს ქართველების თვალში, რადგანაც თქვენ არა რომელიმე პარტიას არამედ მთელ ამერიკას წარმოადგენთ. დაფიქრდით და გაიაზრეთ რომ ამ იმიჯს, რეპუტაციას და ურთიერთობას მრავალი თაობა აშენებდა ორივე მხრიდან და ამ ყველაფრის გაფლანგვის უფლება თქვენ არ გაქვთ. თქვენი და თქვენთვის დავალების მომცემების ქმედება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ თქვენ საქართველოს აღიქვამთ არა როგორც მეგობარს, მოკავშირეს ან თუნდაც პროტექტორატს, არამედ როგორც აქტივს (asset) რომელსაც როცა დაგჭირდებათ მაშინ გახარჯავთ. კიდევ ერთი - სასარგებლოა რომ გესმოდეთ - აქ შტერი (stupid) არავინაა და შედეგად მიიღებთ დაზიანებულ საკუთარ იმიჯს, რაც დანაშაულის ტოლფასია. ან შეგვხედეთ ისე როგორც ებრაელთა სახელმწიფოს უყურებთ, ან გვითხარით რომ თქვენ ეს არ შეგიძლიათ. ებრაელები აქ 26 საუკუნე ცხოვრობდნენ და ყველაზე კარგად იციან, რომ რაც ზემოთ მოგწერეთ ჭეშმარიტებაა,” - წერს ლეჟავა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო