ამირან გამყრელიძე „მაიმუნის ყვავილზე“ - მოსახლეობას ვამშვიდებ, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება - ეს დაავადება ძირითადად მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, თვითგანკურნება ახასიათებს 3-4 კვირის განმავლობაში

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ამირან გამყრელიძე „მაიმუნის ყვავილზე“ - მოსახლეობას ვამშვიდებ, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება - ეს დაავადება ძირითადად მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, თვითგანკურნება ახასიათებს 3-4 კვირის განმავლობაში
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ამირან გამყრელიძე „მაიმუნის ყვავილზე“ - მოსახლეობას ვამშვიდებ, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება - ეს დაავადება ძირითადად მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, თვითგანკურნება ახასიათებს 3-4 კვირის განმავლობაში

25 ივლისი, 2022

erimedia_ravk/1sAOkjg4g.webp

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით, საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ერთ დადასტურებულ შემთხვევაზე მეტი არ გამოვლენილა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტი კლინიკიდან დიდი ხანია, რაც გაწერილია და დაავადება შემდგომში არ გავრცელებულა.

„გლობალურად რისკის დონე გახლავთ საშუალო. უფრო მეტი შემთხვევა ევროპის ქვეყნებშია. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ჯერ კიდევ მაისში, როდესაც პირველი შემთხვევები დაფიქსირდა, დავიწყეთ მზადება ამ საკითხთან მიმართებით რამდენიმე მიმართულებით. პირველი, გაეგზავნა ცირკულარი შესაბამისი განმარტებებით სამედიცინო ქსელს, რომ გაძლიერდეს ზედამხედველობა გამონაყრით მიმდინარე დაავადებებზე და ეს ასე არის, უკვე დაახლოებით 10 სავარაუდო შემთხვევაა იყო ამ ხნის განმავლობაში წარმოდგენილი ჩვენთან გამოსაკვლევად. ხაზს ვუსვამ, რომ ამ 10-დან მხოლოდ ერთი დადასტურდა, 9 უარყოფითია. ასევე, გავაძლიერეთ ლაბორატორიული ზედამხედველობა და ლაბორატორიული შესაძლებლობები, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება, როგორც პსრ ტექნოლოგიით, ისე გენური სექვენირებით დავსვათ ეს დიაგნოზი. სწორედ ამ მეთოდებით, 10 სავარაუდო შემთხვევიდან 9 უარყოფითია და ერთი დადასტურებული. პაციენტი უკვე კარგა ხანია გაწერილია. ინკუბაციური პერიოდი გავლილია, ანუ შემდგომი გავრცელება აღარ ყოფილა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაცით, ჩვენ შევდივართ პირველ ჯგუფში, სადაც დაავადება არ იყო დადასტურებული ან თუ იყო დადასტურებული, 21 დღე უკვე გასულია“,-განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, „საპანიკო არაფერი არის, რადგან აღნიშნულ დაავადებას სწრაფი გავრცელება არ ახასიათებს“.

„მოსახლეობას ვამშვიდებ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ეს დაავადება ძირითადად მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, თვითგანკურნება ახასიათებს 3-4 კვირის განმავლობაში. როცა საჭიროა მკურნალობა, ტარდება ან ამბულატორიულ ან სტაციონარულ პირობებში, ძირითადად, ინფექციური პროფილის საავადმყოფოებში, ისიც ჯერჯერობით, მხოლოდ და მხოლოდ სიმპტომურად“,-განაცხადა გამყრელიძემ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო