ანა დოლიძე - ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც კრიტიკულია საქართველოს მიმართ - ამის ფასი აუცილებლად უნდა გადაიხადოს საქართველოს ხელისუფლებამ

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ანა დოლიძე - ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც კრიტიკულია საქართველოს მიმართ - ამის ფასი აუცილებლად უნდა გადაიხადოს საქართველოს ხელისუფლებამ
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ანა დოლიძე - ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც კრიტიკულია საქართველოს მიმართ - ამის ფასი აუცილებლად უნდა გადაიხადოს საქართველოს ხელისუფლებამ

10 ივნისი, 2022

erimedia_ravk/dXyhPKC7g.webp

ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც კრიტიკულია საქართველოს მიმართ. ეს არის ძალიან სამწუხარო და ამის ფასი აუცილებლად უნდა გადაიხადოს საქართველოს ხელისუფლებამ. ჩვენი მთავრობა ისევ ყველაფერს აკეთებს, რომ მოახდინოს პოლარიზაცია, გაყოს ქვეყანა ორ ნაწილად და ყველაფერი გადააბრალოს „ნაციონალურ მოძრაობას“,- ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა. მისი თქმით, რეზოლუციის უმეტესი ნაწილი ეხება მედიის თავისუფლებას და არა მიხეილ სააკაშვილს. „ეს რეზოლუცია შედგება 30-ზე მეტი პუნქტისაგან. აქედან უმრავლესობა ეხება მედიის თავისუფლების თემას და არა მიხეილ სააკაშვილს, რომლის თემაც კვლავ კობახიძემ წამოწია. ამ პუნქტებში შედის ჟურნალისტების დევნა, ცემა, დაკავება, ლექსო ლაშქარავას საქმე, ტელევიზიების მიმართ დევნა, თვალთვალი, პირადი ცხოვრების კადრების გამოყენების მუქარა, გაკოტრების პროცედურები და ა.შ. აქვე არის მოხსენიებული სასამართლო სისტემა. ის, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს მექანიზმი იმისა, რომ ჩვენი უფლებები დავიცვათ არ გაგვაჩნია“, - განაცხადა ანა დოლიძემ. როგორც დოლიძე განმარტავს, რეზოლუციაში ასევე გამახვილებულია ყურადღება შარლ მიშელის შეთანხმებაზე და წერია, რომ 19 აპრილის შეთანხმება ჩვენმა ხელისუფლებამ არ განახორციელა. ჩვენს სახელმწიფოს ეგონა, რომ მარტივად აუვლიდა გვერდს ამ თემას და ამაზე პასუხს არავინ მოსთხოვდათ. ამ შეთანხმების გვერდზე გადაგდების ფასის გადახდა კი აუცილებლად მოგვიწევს. „ევროპა და ევროპული პერსპექტივა არის კეთილდღეობა, რაშიც შედის დამოუკიდებელი სასამართლო, კანონის უზენაესობა, წესრიგი. ევროპა არის საუკეთესო განათლების სისტემა. ევროპაში არის ღირსეული ანაზღაურება, სწორი სამუშაო საათები, უსაფრთხოება ადამიანების, ბავშვების და რაც მთავარია დემოკრატია. ზუსტად ეს არის ის, როგორ ცხოვრებასაც ჩვენ ვიმსახურებთ. ამ პერსპექტივის დაკარგვა არავის არ უნდა შევარჩინოთ“, - განაცხადა დოლიძემ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო