erimedia_ravk/bxKBOpPIg.jpeg

ანა ნაცვლიშვილი - ევროპის საბჭოს წიაღში ექსპერტებით დაკომპლექტებულმა საბჭომ მოამზადა დასკვნა, რომ არ არსებობს გამართლება კანონის, რომელიც მას ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს

ამბები
ანა ნაცვლიშვილი - ევროპის საბჭოს წიაღში ექსპერტებით დაკომპლექტებულმა საბჭომ მოამზადა დასკვნა, რომ არ არსებობს გამართლება კანონის, რომელიც მას ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს
ამბები

ანა ნაცვლიშვილი - ევროპის საბჭოს წიაღში ექსპერტებით დაკომპლექტებულმა საბჭომ მოამზადა დასკვნა, რომ არ არსებობს გამართლება კანონის, რომელიც მას ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს

erimedia_ravk/bxKBOpPIg.jpeg
20 მაი

ევროპის საბჭოს წიაღში საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულმა საბჭომ მოამზადა დასკვნა, რომ არ არსებობს გამართლება კანონის, რომელიც მას ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ნაცვლიშვილი ამბობს, დასკვნის მიხედვით, „კანონი არანაირ გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება“.

„მინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი ახალი და უმწვავესი სამართლებრივი დასკვნა „ქართული ოცნების“ რუსულ კანონთან დაკავშირებით. ეს დასკვნა მომზადებულია საერთაშორისო ექსპერტების, ექსპერტული საბჭოს მიერ, რომელიც ევროსაბჭოს წიაღში ფუნქციონირებს. დასკვნა შედგება 25 გვერდისგან, 164 პარაგრაფისგან და თითოეულ პარაგრაფში დეტალურად არის გაანალიზებული, მუხლობრივად, მათ შორის რუსული კანონი. ეს არის უმძიმესი დასკვნა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არათუ რომელიმე ჩანაწერი არის ამ კანონში პრობლემური, არამედ ეს კანონი თავიდან ბოლომდე – მისი მიზანი, ამოცანა, სულისკვეთება, თითოეული მუხლი არის წინააღმდეგობაში იმ ევროპულ სტანდარტებთან, რომლის დიდი ნაწილი საქართველოში უკვე მოქმედებს. ასევე, წინააღმდეგობაშია იმ ევროკავშირის სტანდარტებთან, საითკენაც კონსტიტუციის თანახმად, ჩვენი ქვეყანა უნდა მიდიოდეს.

ეს დასკვნა კიდევ ერთხელ ამხელს და აბათილებს „ქართული ოცნების“ ტყუილს, დეზინფორმაციას, თითქოს არავის წარმოუდგენია არგუმენტები რუსული კანონის წინააღმდეგ. არგუმენტების უდიდესი ნაწილი საპარლამენტო ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ პარლამენტშიც წარვადგინეთ იმ გარემოში, რა გარემოც ყველამ ვნახეთ – მიკროფონების გამორთვის, გაძევების, გაჩუმების ფონზე. ახლა წერილობით არის წარმოდგენილი 25-გვერდიანი დასკვნა მსოფლიოში ძალიან მაღალი რეპუტაციის და სანდოობის სამართლის ექსპერტების, მათ შორის პროფესორების, აკადემიკოსების, პრაქტიკოსების მიერ დაკომპლექტებული საბჭოს მხრიდან.

ბოლოს ეს დასკვნა მთავრდება შეჯამებით, რომ არ არსებობს არანაირი გამართლება ამ კანონისა, რომელიც მას ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს. ამიტომ, ეს კანონი არ ექვემდებარება არანაირ გაკეთილშობილებას, არანაირ შელამაზებას, პირველი სიტყვიდან ბოლო სიტყვამდე ეს არის მავნებლური, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კანონი. შესაბამისად, ის უნდა იქნას მოხსნილი დღის წესრიგიდან. „ქართულ ოცნებას“ აქვს ერთადერთი სწორი სვლა – გაიწვიოს კანონი. ამის შესაძლებლობა პროცედურულად არსებობს პრეზიდენტის ვეტოს განხილვის მომენტში“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო 19 მაისს დაადო. „ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად, არის ძალიან მარტივი ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
საფრანგეთის პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატთა ჯგუფი საგარეო ჩარევის შესახებ კანონპროექტის ტექსტზე შეთანხმდა
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - იტალია უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოყენებას არ დაუშვებს
გერმანია უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მათ მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენების უფლებას აძლევს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოდან გაწერეს
ვიქტორ ორბანი - ნატო ყოველ კვირას სულ უფრო უახლოვდება ომს
Სარეკლამო
„როიტერი“ - ჩინეთი შვეიცარიაში, ივნისში დაგეგმილ უკრაინის სამშვიდობო სამიტს არ შეუერთდება, რადგან მხარს უჭერს რუსეთის და უკრაინის თანასწორ მონაწილეობას
ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო
თეთრი სახლის ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჯო ბაიდენი 8 ივნისს საფრანგეთში ჩავა
„პოლიტიკო“ - ჯო ბაიდენმა უკრაინას ფარულად მისცა უფლება, აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს, თუმცა მხოლოდ ხარკოვის მახლობლად
საფრანგეთში დეპუტატები უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონის ტექსტზე შეთანხმდნენ
მეტის ჩვენება
Სარეკლამო