erimedia_ravk/0f8zJPmIg.jpeg

„ანადოლუ“ - თურქეთის პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „შუა დერეფნის“ საკითხი განიხილეს

ამბები
„ანადოლუ“ - თურქეთის პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „შუა დერეფნის“ საკითხი განიხილეს
ამბები

„ანადოლუ“ - თურქეთის პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „შუა დერეფნის“ საკითხი განიხილეს

erimedia_ravk/0f8zJPmIg.jpeg
18 სექ

თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორ ინფორმაციაშია აღნიშნული, მხარეებმა შუა დერეფნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„თურქეთის პრეზიდენტმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სწრაფად ამოქმედების პრიორიტეტულობას ხაზი გაუსვა”, – წერს თურქული მედია.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის ინიციატივა, რომელიც „შუა დერეფნის“ სახელწოდებით არის ცნობილი, თურქეთს, საქართველოს, აზერბაიჯანს მოიცავს და კასპიის ზღვის გავლით ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს უკავშირდება.

უწყების ცნობით, „შუა დერეფანი“ უძველესი აბრეშუმის გზის აღდგენისკენ მიმართულ ძალისხმევაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

ამასთან, როგორც „ანადოლუ“ წერს, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს თებერვალში დამანგრეველი მიწისძვრისას გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ერდოღანმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში ფეტჰულა გიულენის ორგანიზაციის მიერ მართული სკოლების დახურვის და მათი ანგარიშების გაყინვის მნიშვნელობას და აღნიშნა საქართველოს მთავრობის მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები”, – ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში, რომელსაც „ანადოლუ“ ავრცელებს.

თურქული მედიის ცნობით, ლიდერებმა ასევე ისაუბრეს თურქეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობის მოცულობის სამი მილიარდი დოლარიდან ხუთ მილიარდ დოლარამდე გაზრდის მნიშვნელობაზე.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო