erimedia_ravk/JIOlCkmSg.jpeg

ანაკლიაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ანაკლიისა და შაორის ახალგაზრდული ბანაკების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

ამბები
ანაკლიაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ანაკლიისა და შაორის ახალგაზრდული ბანაკების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
ამბები

ანაკლიაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ანაკლიისა და შაორის ახალგაზრდული ბანაკების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

erimedia_ravk/JIOlCkmSg.jpeg
10 სექ

ანაკლიაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ანაკლიისა და შაორის ახალგაზრდული ბანაკების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი დაესწრო.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ირაკლი გივიაშვილმა. მან ბანაკის მნიშვნელობასა და მის სამომავლო განვითარებაზე ისაუბრა, სამინისტროსა და ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ შემუშავებული სტრატეგიის მიხედვით. გივიაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა ბანაკების სათანადო ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელ ყველა პირს და ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა.

ანაკლიის ბანაკმა 2023 წელს 2337 ახალგაზრდას 10 ნაკადად უმასპინძლა. თითო ნაკადი მოიცავდა 240 მონაწილეს და საბანაკე პროგრამა შვიდი დღე გრძელდებოდა. ბანაკს 14-იდან 18 წლამდე ახალგაზრდები საქართველოს ყველა რეგიონიდან სტუმრობდნენ. რაც შეეხება შაორის ბანაკს, ბანაკმა წელს 700-ამდე ახალგაზრდას რვა ნაკადად უმასპინძლა, ხოლო საბანაკე პროგრამა ხუთი დღე გრძელდებოდა. შაორის ბანაკს 18-25 წლის ახალგაზრდები სტუმრობდნენ. ბანაკის მონაწილეები სხვადასხვა პარტნიორ უწყებასა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით შეირჩნენ. წელს პირველად - ახალგაზრდობის სააგენტომ ითანამშრომლა სახელმწიფო რწმუნებულის აპარატთან, რომელმაც, თავის მხრივ, მუნიციპალიტეტებიდან შეარჩია ბანაკის მონაწილეები. ასევე, ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივით, ახალგაზრდულ ორგანიზაციებს ჰქონდათ შესაძლებლობა წარმოედგინათ ბანაკის მონაწილეთა სიები, რაც მნიშვნელოვანი წამოწყებაა. ბანაკის მონაწილეთა შერჩევისას უპირატესობა ენიჭებოდათ სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი, იძულებით გადაადგილებული ოჯახის წევრ, ობოლ ან/და სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ახალგაზრდებს.

საბანაკე პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები სრულად ითვალისწინებს ახალგაზრდების ინტერესებს, საჭიროებებსა და ხორციელდება არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით. ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებმა გამართეს: ინტერაქტიულ-საგანმანათლებლო შეხვედრები, კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებები, არაფორმალურ გარემოში მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრები, სპორტული ოლიმპიადები და ტურნირები. ბანაკში განხორციელებული აქტივობები მიზნად ისახავს ისეთი მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას, როგორიცაა: სოციალური ინტეგრაცია და ინკლუზია, ახალგაზრდებისათვის აქტიური დასვენების ხელმისაწვდომობა, არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დამკვიდრების წახალისება, ეროვნული და ევროპული ღირებულებების დაფუძნების ხელშეწყობა, პატრიოტული ღირებულებების წახალისება.

ახალგაზრდულ ბანაკებს მართავს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო, რომლის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სწორედ ეს მიმართულება წარმოადგენს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო